0
მხოლოდ საქართველოში წერდა წმინდანი მეფე სინანულით აღსავსე საგალობლებს. (დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". საქართველოში ეკამათებოდა ქართველი, მართლმადიდებელი მეფე მუსლიმ იმამებს მათივე რელიგიის დოგმების შესახებ. (დავით აღმაშენებელი) მხოლოდ საქართველოში სწირავდა ადამიანი თავს საკუთარი მამის მკვლელის შვილისათვის (დავით ეჯიბი) მხოლოდ საქართველოში მიაცილებდა დედოფალი ამალას ფეხშიშველი (თამარ მეფე) მხოლოდ საქართველოში ამბობენ: "შენი ჭირიმე", "შენი კვნესამე". მხოლოდ საქართველოში ლოცულობენ მუსლიმი შიიტი და სუნიტები ერთად (თბილისის მეჩეთი) მხოლოდ საქართველოში დადიოდნენ მეფეები გლახად გადაცმულნი. (გიორგი პირველი) მხოლოდ საქართველოში ცხრებოდა აჯანყება ქალის პატივისცემის გამო. (ყუთლუ–არსლანი და ორი წარჩინებული ქალბატონი) მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ქართველი უწოდებს მცენარეს შვილივით ნაზარდს (ვაზო, შვილივით ნაზარდო) მხოლოდ საქართველოში უყვართ სიკვდილი ("შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა" – ვაჟა). მხოლოდ საქართველოში მიუძღოდა დედა შვილებს ბრძოლის ველისკენ (ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედა – ელო). მხოლოდ საქართველოში აქვს წვიმას სამოცზე მეტი სინონიმი (გარისობის სიტყვის კონის მიხედვით) მხოლოდ საქართველოში იზიარებდა ადამიანი უდანაშაულო მეგობრების ბედს ნებაყოფლობით (ცოტნე დადიანის გმირობა.) მხოლოდ საქართველოში ესალმებიან სოფელში ერთმანეთს სრულიად უცხონიც კი. მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოსთვის ეწამა ასი ათასზე მეტი ადამიანი ერთ დღეს. მხოლოდ საქართველოში წერდა წმინდანი მეფე სინანულით აღსავსე საგალობლებს. (დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". მხოლოდ საქართველოში იკლავდნენ თავს მეფის მესაფლავენი, რათა ვერავის შეერყვნა მისი საფლავი (თამარისა და მისი მესაფლავეების ამბავი) მხოლოდ საქართველოში იზრდებოდა თავადის შვილი გლეხის ოჯახში. ...და ვიღაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქართველებს საამაყო არაფერი გვაქვს!!!მიყვარხარ საქართველო, ძალიან მიყვარხარ! ❤️❤️❤️❤️❤️
0