ჯუთაში წასვლას თუ გეგმავთ ეს რჩევები გამოგადგებათ

0
სამოთხე დედამიწაზე ასე ეძახიან ჯუთას მეორენაირად და ამართლებს კიდეც.
ეს ფოტო სასტუმრო , , მეხუთე სეზონის" ეზოში გადავიღე. ალბათ წარმოგიდგენიათ რა საოცარ ადგილზე მდებარეობს. იქ მოსახვედრად გზა ფეხით უნდა გაიაროთ. დაახლოებით 30-40 წთ დაგჭირდებათ აღმართზე სიარული. მანქანას სოფელში გააჩერებთ. იქამდე მისასვლელი გზა ნორმალურია და სედანიც ჩვეულებრივ მიდის. იქვეა პარკინგიც სადაც მანქანის გაჩერება 24 სთ 10 ლარი ღირს. თუმცა შეგიძლიათ უბრალოდ გზაზე გააჩეროთ. თუ მძიმე ჩანთები გაქვთ ასატანად შეგიძლიათ ცხენით ისარგებლოთ. , , მეხუთე სეზონის" სტუმრებისთვის 20 ლარი ღირს. თუ წნევები გაწუხებთ ან გული გაითვალისწინეთ, რადგან დიდი აღმართის გავლა გიწევთ ფეხით და თან მაღლა ადიხართ. თუმცა გზა არაფრად მოგეჩვენებათ მას შემდეგ რაც ულამაზესი სანახაობა გადაიშლება თქვენს წინაშე. ყველაფერს მოწყდებით და დატკბებით ბუნების სიმშვენიერით. მაგთი კარგად იჭერს მათ შორის ინტერნეტსაც. სხვა ქსელებს უჭირს.

სასტუმრო

სასტუმროში გირჩევთ პანორამული ოთახები აიღოთ. ბევრად კომფორტულია და საოცარი ხედი გექნებათ ოთახიდან. 2 ღამე 2 ადამიანზე 310 ლარი დაგიჯდებათ საუზმით. (იხ. სთორებში ჯუთა) ასევე არის ჰოსტელის ტიპის ოთახები 2 სართულიანი საწოლებით და საერთო აბაზანით. აქ 1 კაცი 60 ლარი ღირს. სასტუმროს პერსონალზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან თავაზიანები, და მეგობრულები არიან. განსაკუთრებით მირანდას და მირზას გამოვარჩევდი.😍

კვება

აუცილებლად გასინჯეთ იქაური დასაყენებელი ჩაი, ხინკალი და ფხლოვანა. იქ მხოლოდ სასტუმროა. არც მაღაზია და საერთოდ არაფერი. ამიტომ გაითვალისწინეთ.

რა ჩავიცვათ

დღისით თბილა. მშვენიერ რუჯსაც მიიღებთ. გაითვალისწინეთ მთაში ისე იწვები ვერც გრძნობ. ამიტომ მზისგან დამცავი საშუალებები თან იქონიეთ. საღამოს ძალიან ცივა და თბილები აუცილებლად წაიღეთ. ღამე ცა ისეთი ლამაზია, ზღაპარში გეგონებათ თავი იმდენი ვარსკვლავია. 💫 პ.ს კორონას კუთხით ყველა წესი დაცულია.
0