განკურნების ეს მეთოდი იმედისმომცემი პერსპექტივაა – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

0
https://primetime.ge/gankurnebis-es-metodi-imedismomtsemi-perspeqtivaa-infeqtsionisti-maia-butsashvili/ სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით რეალურია თუ არა COVID 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენება სამკურნალო მიზნით? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გამოყენებით ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ეს საქართველოსთვისაც საკმაოდ იმედისმომცემი პერსპექტივაა. „COVID 19-ის მკურნალობისთვის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა პლაზმის (convalescent plasma) გამოყენებას აშშ-ის საკვების და წამლის სააგენტომ (FDA) სწრაფი დასტური მისცა, რაც, ზოგადად, ამ ბიურაკრატიული სტრუქტურისათვის იშვიათობას წარმოადგენს. პლაზმა გამოიყენება მხოლოდ მძიმე COVID პაციენტებში და არ არის ნაჩვენები პროფილაქტიკური მიზნით, ან მსუბუქად მიმდინარე დაავადების შემთხვევაში. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებები მოუწოდებენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გაიღონ სისხლი პლაზმის დასამზადებლად. დონორების სკრინინგი ხდება სტანდარტულად, როგორც ჩვეულებრივ არის მიღებული სისხლის დონაციის დროს. პირველად ეს მეთოდი COVID პაციენტებში გამოიყენეს ჩინეთში, ამჟამად კი აშშ-ს კლინიკები (მაგალითად, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკა) ახდენენ პლაზმის შეგროვებას COVID-19 პაციენტების სამკურნალოდ. ეს მეთოდი, ზოგადად, ინფექციური დაავადებების მართვაში ახალი არ არის და გამოიყენებდნენ H1N1, SARS, MERS, Ebola და სხვა ინფექციების სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკურნალობას გარკვეული რისკიც ახლავს თან, ეს მეთოდი იმედისმომცემი პერსპექტივაა, რადგან წარმოადგენს ძველ, გამოცდილ საშუალებას და ხელმისაწვდომია განვითარებადი ქვეყნებისთვისაც, როგორიც საქართელოა. ამიტომ ჩვენს ქვაყანაშიც მისი გამოყენება სავსებით რეალურად გამოიყურება“, – წერს მაია ბუწაშვილი. 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი. კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.
0