14 votes
0 comments
2 shares
Save
თენგიზ ცერცვძე - ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ
971 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული მყისიერი გადაწყვეტილებებითა და მედპერსონალის დაუღალავი შრომით საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სმართლეს არ შეესამება ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბებას უკავშირდება.

"არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია

ეს ყველაფერი, რომ დამთავრდება პირველრიგში დავისვენებ, დავიძნებ", - აღნიშნა ცერცვაძემ.

#კორონავირუსი #თენგიზცერცვაზე #პანდემია #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და რუსული მითები
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახლემწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისათვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და არ გახდეს ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღი, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებური გადაატრიალა, რასაც პაატა იმნაძე ასე ეხმაურება. ​„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" ალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის კლოპები, რომლებიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა რეგიონში, ისინი მუტაციას განიცდიან და სხვადასხვა დაავადებები გადააქვთ. მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში შემოდის სპეციალური კლოპები, შემდეგ კი კონკრეტული ადამიანები მას საზღვარზე ავრცელებენ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. როგორ აღმოაჩინეს ეს კლოპები ? ვინ დგას ამ ინფორმაციის შეკრება-გავრცელების მიღმა? იმის შემდეგ რაც ნოყიერი ნიადაგაი გაჩნდა, ახლა ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული დუმა, რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის, სწორედ ამიტომ მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზეა საუბარი ან რა იარაღზე, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადსმოწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
საქართველო აფხაზურ ლიტერატურაში
აფხაზეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კულტურულ-სოციალური ურთიერთობა ორივე ეთნოსის ლიტერატურასა და ენაში მკაფიოდ აისახა. ქართველი მეცნიერების ცნობით, განსხვავებით სეპარატისტულ აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციისგან, აფხაზური ენა და ლიტერატურა ყველაზე აქტიურად 1938-1954 წლებში ვითარდებოდა, როდესაც ენა მისთვის ყველაზე შესაფერის, ქართულ დამწერლობას გამოიყენებდა. ამავე პერიოდში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, რომელიც ორი ეთნოსის საერთო გასაჭირს- ბოლშევიკურ რევოლუციას უკავშირდება. ქართველებისა და აფხაზების მჭიდრო კავშირია ასახული მრავალ ლიტერატურულ ძეგლში. ლიტერატურული კავშირის ნათელი მაგალითებია: 1933 წლის ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და სხვა. აფხაზური ლიტერატურაც, პირველად, თბილისში გამოიცა. ამ ფაქტების განხილვის შემდეგ ნათელი ხდება ჩვენსა და აფხაზებს შორის მჭიდრო კავშირი და მისი გაწყვეტის ხელოვნური მცდელობა. უპირველეს ყოვლისა, ენათა შორის კავშირის მაჩვენებელია საერთო დამწერლობა. თავდაპირველად, აფხაზურს დამწერლობა არ გააჩნდა და ლიტერატურულ ძეგლზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო. 1862 წელს პირველი აფხაზური ანბანი ბარონმა პეტრე ფონ უსლარმა შეიმუშავა. თვითონ უსლარი აღნიშნავდა, რომ ქართული დამწერლობა იდეალური იყო არამარტო აფხაზური, არამედ ნებისმიერი ჩრდილოკავკასიური ენისთვის, რადგან მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა ჩრდილოკავკასიელთა ბგერებსა და ენის თავისებურებას. მაგრამ მისივე თქმით, ქართული დამწერლობის გამოყენება საფრთხეს უქადაგებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, ამიტომაც მან სლავურ დამწერლობაზე დაყრდნობით შეუქმნა აფხაზებს ანბანი. პირველი ანბანი 37 ასოს შეიცავდა და შემდეგ მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ნიკო მარიც შეეცადა, სრულ-ეყო აფხაზური ანბანი, თუმცა ის ლათინურ დამწერლობაზე დაყრდნობით შექმნა. ნიკო მარის ანბანი 75 ასოს შეიცავდა და აფხაზების მიერ 1926 წლამდე გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ანბანი სრულიად არ შეესაბამებოდა აფხაზური ენის სპეციფიკას: ერთი ხმოვნის გადმოსაცემად ორი-სამი ასო იყო საჭირო, ხოლო დამატებითი ხმოვნებისთვის არსებული ანბანი საკმარისი არ იყო და ასოების სახეცვლილება უწევდათ. შედეგად, 1937 წელს მოიწვიეს კრება, სადაც განიხილეს ქართული დამწერლობის შემოღების საკითხი. 1922 წელს საბჭოთა კავშირში ლათინიზაციის, ხოლო 1936 წელს- კირილიზაციის პოლიტიკა დაიწყო. როგორც მეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე აღნიშნავს, აფხაზური ენა გადაურჩა რუსიფიკაციას პოლიტიკური ინტერესების გამო. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, საქართველო თურქეთს ესაზღვრება, თურქეთი კი 30-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის მოკავშირედ ითვლებოდა. 30-იანი წლების შემდეგ ის ნაცისტურ ბლოკს შეუერთდა და საბჭოთა იმპერიის საზღვრებზე არეულობის დაწყების შეეშინდათ. თუკი საქართველოში ხალხს არ გაუჩნდებოდა პრივილეგირებულების მოჩვენებითი განცდა, ისინი კიდევ აჯანყდებოდნენ და მტრის მხარეს გადავიდოდნენ. ამიტომ, ქართული დამწერლობის ასეთი დაწინაურება „მეგობრული“ ჟესტი იყო. მეორე მხრივ, აუცილებელი იყო საქართველოს შეკავება, რათა დამოუკიდებლობის მსურველების რიცხვი არ გაზრდილიყო და ქვეყანას არ დაეტოვებინა კავშირი. ცხადია, „მეგობრული ჟესტები“ ამისთვის არ იყო საკმარისი, ამიტომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სიტუაციის გამძაფრება მძლავრი მექანიზმი იყო. თუკი საქართველო გამოეყოფოდა კავშირს, აფხაზეთი გამოეყოფოდა საქართველოს. ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იყო აფხაზებისთვის „ქართული დამწერლობის დაძალება“, რაც ერებს შორის ურთიერთობას დაძაბავდა. 1937 საბჭოთა ხელისუფლებამ თათბირი მოაწყო, სადაც უნდა განეხილათ აფხაზური ენის დამწერლობის საკითხი. თათბირის მონაწილე 33 პირიდან 6 მეცნიერი ეროვნებით ქართველი იყო (თბილისიდან პროფესორები: პეტრე შარია, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, სოხუმიდან კი ბაგრატ ჯანაშია), 4 მონაწილე რუსი (პროფ, ა. გრენი, ი. ტატიშჩენკო, ზ. მიირინა და ა. ფადეევი), უმრავლესობას კი (23 კაცი) აფხაზი მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები და პედაგოგები წარმოადგენდნენ (ს. აქირთავა, აფხაზური სეპარატიზმის მესაძირკვლე სიმონ ბასარია, ნ. ბასილაია, ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა, ნ. გერია, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ გოჩუა, გ. გულია, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელია დიმიტრი გულია, პარტიული ფუნქციონერი მიხეილ დელბა, ბ. კაცია, ნ კოკოსქერია, ვ. მაანი. ვ. ნაყოფია, აფხაზი განმანათლებელი ნიკოლოზ პატეიფა, ს. სიმონია, ენათმეცნიერი გიორგი შაკირბაი, კ. შაყრილი, გ. ძიძარია, კ. ძიძარია, ნ. ჭოჭუა, მწერალი ვლადიმერ ხარაზია და პოეტი მუშნი ჰაშბა). აღსანიშნავია, რომ რუსი დელეგაცია არ იღებდა ხმას, ხოლო აფხაზები და ქართველები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიაში. ს. ჯანაშიამ პირველივე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზური დამწერლობა მხოლოდ აფხაზეთის საზოგადოების საქმეა და ქართველი მეცნიერები აქ კონსულტანტებად არიან მოწვეულნი. ამ ფრაზით მან ქართული დამწერლობის შემოღების არაძალადობრივ მეთოდს გაუსვა ხაზი. საკითხი კი ყველა აკადემიური ნორმის დაცვით განიხილეს. საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დელეგაცია მხარს უჭერდა ქართულ დამწერლობაზე დაყრდნობილ პროექტებს. წარმოდგენილი იყო 4 პროექტი და აქედან ორი აფხაზეთის ინიციატივით შეიმუშავეს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აფხაზური ენა ქართულ დამწერლობას გამოიყენებს, რომელსაც რამდენიმე ასო ( ჲ, ჳ, ჷ, გუ, ძუ, კუ, ყუ, ღუ, ხუ, გჲ, ქჲ, კჲ, ყჲ, ღჲ, ხჲ) დაემატება. ბოლოს, აფხაზმა მეცნიერებმა მადლობაც კი გადაუხადეს თბილისიდან მოწვეულ პროფესორებს. სეპარატიზმის გაზრდისას და ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ შეთანხმებებს ხაზი გადაესვა. 1958 წელს ქართველებისგან დისტანცირების მიზნით აფხაზური ისევ „კირილიცაზე“ გადავიდა, რის შემდეგადაც არაერთი რუსიზმი შემოვიდა აფხაზურ ენაში. მეტიც, რუსული მხარე მოითხოვდა რუსიზმების ზედმიწევნით კალკირებას, მაშინ როდესაც ქართული ენიდან შემოსული სიტყვები მცირერიცხოვანი იყო და ისინი აფხაზური ენის ნორმების შესაბამისად იწერებოდა (მაგალითად, სიტყვები აგჲამა ”გემო”, აკჲატ ”კეტი”, აუათახ ”ოთახი”, აწას ”წესი”, ამაწაფა ”მოწაფე”). ქართული დამწერლობის არსებობის პერიოდში კი აფხაზურ ენაში სხვა ენებიდან ყველაზე ნაკლები ბარბარიზმი შემოვიდა. არცერთ წერილობით წყაროში არ დასტურდება, რომ 1906 წლამდე ვინმეს შეექმნას მხატვრული ტექსტი აფხაზურ ენაზე. ამასთანავე, გიორგი შარვაშიძე, ეროვნებით აფხაზი, აფხაზეთის მთავრის უკანასკნელი ვაჟი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე იყო მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე წერდა ნაშრომებს. თავის წერილებში ის აფხაზეთსა და საქართველოს განუყრელ ნაწილად თვლის. ცნობილია მისი მკაფიო პოზიცია ერების ერთიანობის შესახებ. თავის ერთ-ერთ წერილში ის წერს: „…ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში…“. 1917 წელს ის მონაწილეობდა სახალხო შეკრებაში, სადაც ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ისურვეს „კავკასიით მთიელთა რესპუბლიკაში“ გაწევრიანება და აფხაზეთის გამიჯვნა საქართველოსგან. გიორგი შარვაშიძემ მათ აფხაზურ ენაზე მიმართა: “თქვენ თქ­ვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბ­რ­ძოლეთ თავისუფლების მო­­საპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგი­ერ­თებს არ მოეწო­ნე­ბათ ჩემი ასეთი აზ­­რი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილი­სი­საკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარ­და საქართ­ვე­ლოსთან მჭიდრო კა­ვ­­შირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირ­ში და ლხინში” აღსანიშნავია კიდევ ერთი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას შემოქმედება. მისი ლექსების კრებული იყო პირველი აფხაზურად დაბეჭდილი წიგნი, რომელიც, ამასთანავე, პირველად თბილისში გამოიცა. მისი ლექსები აგებულია აფხაზურ ფოლკლორზე, თუმცა იგრძნობა ქართული მოწინავე ლიტერატურის დიდი გავლენა. ის აღწერს მოშაირე ქალ-კაცს, აფხაზურ ხუმრობებს ადამიანის ნაკლოვანებაზე, აფხაზების გმირ აბრსკილის ეპოსსა და მრავალ სხვა სიუჟეტს. ნათელია მის ლექსებზე ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის და ვაჟა-ფშაველას გავლენა. არაერთი ანალოგიის გავლება შეიძლება შემდეგ ქართულ ნაწარმოებთან: “ყაყაჩოსა სიწითლითა”, “მიყვარს ფაცხა მე მეგრული”, “ომში წასვლა მას უხარის”, “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა”. ამრიგად, დიმიტრი გულიას ლექსები კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა ქართულ-აფხაზური ლიტერატურული კავშირის. 1992 წელს ანდრეი ჭოჭუას მიერ შექმნილი „აფხაზური ანბანი“ ზუსტად იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ დაყრდნობით გამოიცა და დღესაც მცირეოდენი ცვლილებებით ისწავლება აფხაზეთის სკოლებში. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური განათლებას ემყარებოდა საქართველოში არსებულ სისტემას და დღესაც, აფხაზი სეპარატისტებისთვის შეუმჩნევლად, იჩენს თავს. ასევე, ანდრეი ჭოჭუას ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების თარგმანი. საყმაწვილო ლიტერატურის მეორე ფუძემდებელი- ანტონ ჩუკბარი, ასევე თბილისში მოღვაწეობდა და მისი წიგნები „ აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის“ და „მახლობელი ცხოვრება“ აქვე დაიბეჭდა. 1919 წლიდან სოხუმის საოსტატო სემინარიაში შეიქმნა აფხაზური სალიტერატურო წრე და ჟურნალი „შარფიეწვა“ (ცისკრის ვარსკვლავი) რომელიც, აფხაზური ლიტერატურის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის თარგმნას. გადმოცემით, სოხუმის სემინარიის წევრები სოფლებში დადიოდნენ და ქართულიდან ნათარგმნ პიესებს დგამდნენ აფხაზურ ენაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აფხაზეთისა და საქართველოს ლიტერატურის ურთიერთქმედებას ხელი ვერ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუშალა- 1928 წლიდან აფხაზური ჟურნალები „აფსნი ყაფშ“ (წითელი აფხაზეთი) და „ეწვაჯაა“ (ხომალი) თბილისში იბეჭდებოდა და მიზნად ისახავდა ახალბედა აფხაზი მწერლების ხელშეწყობას. ყოველივე ეს ხელს უწყობდა მომავალი მწერლების ჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ ახალი თაობის აფხაზი მწერლები ქართველთა გმირობებს აღწერდნენ. მაგალითად, ივა კოღონია. მის კალამს ეკუთვნის რუსული ცარიზმის საწინააღმდეგო პოემა “სვანი მურზაყანი”, რომელიც მიეძღვნა კონსტანტინე დადეშქელიანს, ვინც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი. 1920-1930 წლისთვის კი აფხაზურად „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნა. წყარო: postal cat#აფხაზეთი #ლიტერატურა #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა,რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. ,,რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია,” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ,,ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ,” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ,,ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.#პლაქვენილი #კორონავირუსი #პრეპარატი #tbilisidaily
Nino Kakulia
Tbilisi · 3 months ago
საქართველო კორონავირუსისგან სამკურნალო პრეპარატს სხვა ქვეყნებზე ადრე მიიღებს
პირდაპირი ანტივირუსული ეფექტის მქონე მედიკამენტი, რომელიც სარწმუნოდ განკურნავს კორონავირუსს, ჯერ არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ცალკეული მკვლევრები და მეცნიერები მუშაობენ და ცდიან რამდენიმე მედიკამენტს და ვარაუდობენ, რომ არის რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც თუ არ არჩენს, არბილებს კორონავირუსის ინფექციის მიმდინარეობას და ლეტალურ შედეგს. „ასეთი მედიკამენტები არის დაახლოებით 6-7. ერთის გარდა ჩვენ ყველა გვაქვს და ვიყენებთ. ის ერთი ჯერ მსოფლიოში არავის აქვს, ვინაიდან ის კომპანია „გილიადის“ მიერ არის მხოლოდ ებოლას სამკურნალოდ შექმნილი და ვერ იმუშავა. ახლა ამერიკის წამყვანი ინსტიტუტები სწავლობენ მის ეფექტურობას და ამბობენ, რომ ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ გადადგა უკვე ნაბიჯები, რომ გამოიყენოს ჩვენი მეგობრული კონტაქტები „გილიადთან“ და ეს მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, #politics #news #opinion #კორონავირუსი #covid19 #coronavirus
Keso Bigvava
Tbilisi · 2 months ago
ექიმი კარანტინის დროს
თამარ გეგეშიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ყველაფერი შეიცვალა. ჩემი რუტინა ერთადერთ ფილმის კადრს ჰგავს, რომელიც შეგიძლია გადაახვიო და სულ ატრიალო. ღამე, ძილის წინ, ყველა პაციენტს გონებაშიც ჩამოვუვლი, ვიხსენებ ვინმესთან რამე ხომ არ გამომრჩა. დილით ისევ ამ ფიქრებით ვიღვიძებ. ეს გონების დაღლა უფროა, ვიდრე ფიზიკური. ფიზიკური დაღლისას წამოწვები და მოდუნდები, მაგრამ გონება როგორ უნდა განტვირთო არ ვიცი. ხანდახან, უბრალოდ, ემოციებისგან დაცლა გჭირდება. სამსახურში ამის დრო არაა. სახლში ჩემი ქმარია, რომელიც მაკვირდება, როდის ვარ ცუდ ხასიათზე და როდის - არა. ეს მისთვისაც დიდი სტრესია. ერთადერთი მრჩება - გზა. სახლიდან სამსახურამდე შორი გზის გავლა მიწევს მანქანით. დღესაც, მაგალითად, მთელი გზა ცრემლები მდიოდა. რაიმე კონკრეტულზე კი არა, უბრალოდ, ემოციებისგან ვიცლებოდი. პირველად covid-19-ის შესახებ დეკემბრის ბოლოს გავიგე, ჩინეთის ამბებიდან. ჯერ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი იყო, მხოლოდ მისი სწრაფად გავრცელება მაფიქრებდა. ინფექციურ საავადმყოფოში პირველივე დღეებიდან დაიწყო ეპიდემიისთვის მზადება. პირველი დავალება, რაც მივიღეთ ბოქსირებული პალატების მოწესრიგება იყო. შემდეგ სხვადასხვა სცენარებს განვიხილავდით, როდის როგორ შეიძლებოდა მოვქცეულიყავით. ინფექციური საავადმყოფოდან მთელი ჩვენი კათედრა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაგვიყვანეს, კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ გვინდოდა, საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირების დრო მაქსიმალურად გადაწეულიყო. დილის რვა საათზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ. ჩემს საკურაციო განყოფილებაში ოცამდე პაციენტია. სანამ მათთან შევალ, ჯერ ვიგებ ღამემ როგორ ჩაიარა. შემდეგ გავდივარ ცალკე ოთახში და სპეციალურ აღჭურვილობას ვიცვამ. კომბინეზონი, ქუდი, ორი ხელთათმანი, პირბადე, სათვალე. სუნთქვა მიჭირს. ამ დროს ყოველთვის ვოფლიანდები. არც ამ სპეციალურ ქუდებში ისმის კარგად ხმა. ამიტომ პაციენტიც ყვირის, მეც ვუყვირი და ვართ ასე გადაძახილებში. პალატებში დღეში ერთხელ მიწევს შესვლა, მაგრამ ექთნები რამდენჯერმე შედიან. გადასხმა, ტაბლეტების მიღება, ყველაფერს ისინი აკეთებენ. სულ ვამბობდი ამას, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რასაც ექთნები და სანიტრები აკეთებენ, საქმის 70 პროცენტია, ისინი არიან გმირები - მათ ეკუთვნით ტაშიც. თავიდან ყველას ეშინია. მაგრამ შვიდი-რვა დღის შემდეგ, როცა ატყობენ რომ კარგად არიან, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, კარგად ვარ და სახლში გამიშვითო. მერე ხელახლა ვუხსნით, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დროა საჭირო. პაციენტების ოჯახის წევრებს, ძირითადად, ტელეფონით ვეკონტაქტებით. განუწყვეტლივ რეკავენ. ამ დროს ყურადღება არავის აკლია. ჩვენთან ბევრია ისეთი, პაციენტის ოჯახის წევრებიც აქ რომ არიან. ახლა მყავს ორი მამა, რომლებსაც შვილები გვერდით უწევთ. ერთს ცოლი და დედა ჰყავს სხვა სართულზე. ძველ პაციენტებს, ვინც იქამდე მყავდა ტელეფონით და კომპიუტერით ვმკურნალობ. ყველას ვეუბნები, მესიჯი მომწერეთ და საღამოს გიპასუხებთ-მეთქი. რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, მესიჯში ეწერა - ჩვენ არაფერი გვიჭირს, თქვენ რომ მოგვეკითხეთ, ამიტომ გირეკავდითო. ეს ძალიან მამხნევებს. რაც დრო გადის, შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ესაა ყამირი, უდაბნო, რომლის ათვისებაც ახლა იწყება. ჩვენ ყველანი ერთად ვეძებთ კანონზომიერებას ანალიზებში, იქნებ რამე დავიჭიროთ. და ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა საღამოს სახლში დაღლილი მივდივარ, ვჯდები ტელევიზორთან და აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 120 ადამიანი დააკავეს. ამ დროს მინდა, გარეთ გავიდე და მთელი ძალით ვიღრიალო. სულ მინდა ამ ადამიანებს თვალებში ჩავხედო. ნეტავ, რას ფიქრობენ? რატომ ვერ ხვდებიან, რა ხდება ჩვენ გარშემო? ჩემთვის ამ ვირუსზე უფრო მეტად ამოუხსნელი ესაა. მე რისკის მატარებელი ვარ, ამიტომ სახლში მხოლოდ მე და ჩემი ქმარი ვართ. სამსახურიდან რომ მოვდივარ, ის თავის ოთახში იკეტება, დილით ექვს საათზე ვდგები, ყველაფერს ვწმენდ, ვანიავებ. სამსახურში რომ მივდივარ, მერე გამოდის ოთახიდან. ყველაზე მეტად შვილები და შვილიშვილები მენატრებიან. გუშინ ვეღარ მოვითმინე, ჩემი შვილის სახლთან მივედი და ქვემოდან ვეფერებოდი ყველას. ახლა ასეა, ოც ნაცხს რომ ვაგზავნით და ყველაზე პასუხი უარყოფითია, ეგ არის ჩვენი შვება. პაციენტები ჩვენ ვერ გვცნობენ, არ იციან, ვინ ვართ, სულ დაფარული დავდივართ. აქედან რომ წავლენ, შეიძლება ქუჩაში გვერდით ჩავუაროთ და საერთოდ ვერ ვიცნოთ ერთმანეთი. რატომღაც ამაზეც მეფიქრება ხოლმე. #კორონავირუსი #ექიმიგმირია tbilisi თბილისიtbilisi თბილისი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
ფოქს ნიუსი - ეს ქვეყანა საქართველოა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა – ასე წარადგენს ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი” ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. სტატია სათაურით – „საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილები” გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გიორგი გახარია ტელეკომპანიასთან აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებში მოგზაურობის იანვარშივე აკრძალვა გადამწყვეტი იყო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ნელი ტემპისთვის. „ჩვენ ძლიერ, გადამწყვეტ ქმედებებს მივმართეთ ადრევე, ყოყმანის გარეშე. ყველა ჩამომსვლელის არა მხოლოდ თერმოსკრინინგი დავიწყეთ, არამედ 28 იანვრიდან ავკრძალეთ ფრენა ყველა ქვეყანასთან, როგორც კი ისინი გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებად იქცნენ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სრული აკრძალვა. ასევე, გადავდგით ადრეული ნაბიჯები სკოლების მარტის შუა რიცხვებში დაკეტვით და საზოგადოებრივი შეკრებების შეზღუდვით”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია ინტერვიუში საქართველოში გატარებულ პრვენციულ ღონისძიებებზე საუბრობს. „ჩვენ შემაშფოთებელი ნიშნები ადრევე შევნიშნეთ და მოქმედება დავიწყეთ. ჩვენი პირველი ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს უხანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ქართველებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. რამდენიმე დღეში, როგორც ყველამ იცის, ვითარება უხანში კიდევ უფრო გართულდა და 26 იანვრიდან ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ”, – აღნიშნავს გიორგი გახარია. როგორც ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, მართალია, კორონავირუსის საკითხი, როგორც ჩანს, კონტროლის ქვეშ არის, თუმცა საფრთხე დასრულებისგან ჯერ შორს არის. „ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – გავრცელება შეჩერდა, თუმცა ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე გაგვესწორებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. თუმცა, არ შეგვიძლია, ზედმეტი რეაგირება მოვახდინოთ ან გაუფრთხილებლად ვიმოქმედოთ. გავაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის „გავხსნათ ხელახლა” საქართველო”, – აცხადებს პრემიერი. როგორ „ფოქს ნიუსი” აღნიშნავს, სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც მზარდი თავისუფალი ბაზარი და დიდწილად ეყრდნობა კულტივაციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას. „კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესზე და ჩვენს სოციალურ ქცევებზე. უდავოა, ამას უკიდურესად ნეგატიური ეფექტი ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე – ბირჟების რეაგირება ამის ნათელი დასტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მიღებულს ზომებს ეკონომიკური გავლენა აქვთ. როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, ჩვენ დავაწესეთ სოციალური დისტანცირება და მთელ ქვეყანაში არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესი დავხურეთ”, – აცხადებს საქართველოს პრემიერი. როგორც „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს ასობით მილიონ დოლარს ბიზნესის დასახმარებლად, გადასახადების გადავადებასა და სხვა შეღავათებს. ტელეკომპანია ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველო მიიჩნევა ჰაბად აღმოსავლეთ ევროპასა და დასვლეთ აზიას შორის. „საქართველოსთვის საკვანძო იყო ადრეული, გადამწყვეტი ქმედებები და მკაფიო, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ქვეყნის დახურვა მარტივი არ ყოფილა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკასთან შედარებით. ჩვენ მივიღეთ აგრესიული გადაწყვეტილება, დაგვეხურა მსხვილი საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეკრებები. ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე საკარანტინო სივრცით უზრუნველვყავით და სრულად ავკრძალეთ გადაადგილება ღამით”, – აღნიშნავს გახარია. საქართველოს პრემიერის განმარტებით, მართალია, პირველი პრევენციული ზომები იანვარში ამოქმედდა, თუმცა საზღვრები დაუყოვნებლივ სრულად არ ჩაკეტილა. მისი თქმით, მიდგომა ეტაპობრივი იყო, რასაც შედეგად, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. წყარო - პირველი არხი