უსასრულობაში გარდასული შემოდგომა

0
ჰეი, შემოდგომავ!შემოადგი ფეხი ჩვენს გულებში.დიდხანს გელოდით, ალბათ გრძელ რიგში იდექი და როგორც იქნა შენი ჯერიც დადგა.ძალიან გვიხარია რომ ამ თბილ დღეებში გვესტუმრე და გადაწყვიტე მობრძანება დროებით მაინც.სამი თვე იქნები ადამიანების გულებში, თვეების მანძილზე შენით დავტკბებით.ყოველი გათენებული დილა, თბილი იქნება დაღამებული დღე კი ჯადოსნური ოქროსფერი შეგრძნებებით აღსავსე.იცი, რომ ვგიჟდები შენს სურნელზე? როცა შენ შეგიგრძნობ სხვად გარდვიქცევი, თავგადასავალში ვყოფ თავს თამაში ვერთვები და მეც სულელი ბავშვი ვხდები.იწყება სიცილი, ბავშვური აღტაცებები, გიჟური სურვილები, ზღაპრული ამბები, ტკბილი ისტორიები, სურნელოვანი დღეები, განტვირთვისა და სიმშვიდის საღამოები სადაც მხრებზედ ფუმფულა პლედი გახურავს, გვერდით წიგნი გიდევს ჭიქა ჩაი\ყავა ტკბები გარშემო სილამაზით და იმ ხედით რაც წინ გადაშლილი გაქვს.აკვირდები წინ მდებარე პეიზაჟს რომელიც რაღაც საინტერესოს და ამავდროულად იდუმალს გიყვება.ცდილობ მისი საიდუმლო გაიგო, ამოიცნო ის რაც ასე ძალიან გიზიდავს და ინტრიგაში გაგდებს.თითქოს ოკეანეში იძირები, მის სიღრმეს უერთდები ნელ-ნელა გიტაცებს და დაბლა-დაბლა ჩადიხარ უფსკრულს უერთდები იქიდან კი თავის დაღწევა ძნელია.რთულია სიღრმისგან თავის დაღწევა განსაკუთრებით მაშინ როცა ბოლომდე ჩაგითრევს თავისი ძლიერი ძალით.დილაადრიან ხვდები შემოდგომის 'შემოგებება' მანათობელ მზეს, ეფიცხები მის სხივებს და სხვა სამყაროს უერთდები სამყაროს რომელსაც შემოდგომა ჰქვია დადგა ის, შემოეგება ადამიანებს და შემოიტანა თავისებური გრძნობები...დაგვათრო თავისი მომწამლავი ყურძნის ღვინოთი, სოფლად მცხოვრებლებს თან მოუტანა უამრავი საქმე ყურძენი, კრეფვა შემდეგ დაწურვა, ღვინის გაკეთება, არყის გამოხდა, კაკალი და უტკბილესი, უგემრიელესი კახური ჩურჩხელა...ხილი, რომელიც უტკბილესია და შემოდგომის კვალი დასტყობია გარეგნულად ყვითელი, ოქროსფერში გარდამავალნი გამხდარან კარალიოკი, კომში გინდა თუ ვაშლი.ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობად კი აღიარებულია ხეები რომლებსაც ფოთლები სცვივათ, ის ფოთლები რომლებმაც ფერი იცვალეს, ნათელ ფერად მოყვითალო-ოქროსფერში გარდიცვალნენ.თითქოს მზეს უღიმიან და ეგებებიანო ასეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებენ.ბევრ სიყვარულსა და სითბოს გაჩუქებენ, გაგრძნობინებენ იმას, რომ საჭირო ადამიანი ხარ და შემოდგომას განსაკუთრებულად უხდები.შემოდგომა სევდის, სიყვარულის, სითბოს, სიტკბოს, სევდაგარეულიპოზიტივის, ნაღვლის და შთამბეჭდავი ოქროსფერი დღეების კალენდარია რომელიც მუდამ ბრწყინავს და მიზიდვის უნარი გააჩნია.შემოდგომა იზიდავს სიკეთეს, გულწრფელობას, სიმართლეს, სინაზესა და ბუნებრიობას იმ ბუნებრიობას რომელიც ყველა ადამიანს ამშვენებს, მათზე კარგის მხრივ მოქმედებს და დადებითი გზისკენ მივყავართ.გულში მუდამ შემოდგომა უნდა იყოს, ის სინაზე და სიფაქიზე, რომ ახლავს თან გაჯერებული გრილი სიოთი და თბილი ღიმილით. სიო, რომელიც ოდნავ თმას წეწავს ამავდროულად აგრილებს და შთაბეჭდილებას გიტოვებს იმისას, რომ შენიში ზის ეს სეზონი.თუ ერთხელ დაუკვირდები სეზონის ხიბლს, მაშინ მიხვდები მის მნიშვნელობას და გაიგებ იმასაც სხვებს რატომ უყვართ, მოსწონთ ან რატომ გიჟდებიან ასე...გოგონებს ყველაზე მეტად კიდევ ამინდთა ცვლა მოსწონთ.შემოდგომაზე დამდგარი ჟუჟუნა, თბილი წვიმა ცოტას, რომ შეგაგრილებს და შემდეგ მზე უეცრად, რომ გაგიღიმებს იმხელა პოზიტივით ცასთანაც, რომ გიჭირს თვალის გასწორება..ფოთლები ინამებიან, სიცოცხლე ემატებათ ენერგიაზე მოდიან...ქოლოგით ხელში სტუმრობთ ფერად სკვერებს სადაც გაჩაღებულია ოქროსფერი ფოთლებით სავსე გარემო ამ მომენტში გინდება სირბილი, წვიმის თბილ წვეთებს შეურთდე და მათთან ერთად იტრიალო ქოლგის თანხლებით...გადაიღო სამახსოვრო ფოტოები, აჩუქო მნახველს წრფელი გრძნობა და ის აღტაცება ჩააქსოვო ფოტოში რომელსაც შემდეგ იდუმალად გარდააქცევ.მისთვის კი ამოუცნობი იქნება ეს აღტაცება რომელიც ბევრის მთქმელია.ბუნებამ იცის თავის ფერი, ხასიათი და განწყობა.ჩვენც მათ წრეს ვუერთდებით და ვიზიარებთ განწყობას რომელსაც უსასრულობა ში გარდაქმნა ჰქვია.
#ჯანსაღიცხოვრება
#ხელოვნება
#ახალიამბები
0