რასიზმი (პოზიტივი)

0
თვითონ ეს სიტყვა გულისმობს ადამიანების კატეგორიებად დაყოფას. იმ აზრზს რომ ერთი რასა მეორეზე მაღლა დგას, ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე.
უფრო პრივილეგირებულია, როგორც გარეგნობით ასევე ინტელექტით... უკვე აღარ მჯერა რომ ეს პწობლემა სადმე არსებობს. დიახ ადამიანებმა შევძელით და ეს პრობლემა დავძლიეთ. ამდენად ავმაღლდით. საამაყო ფაქტია მონობიდან მეგობრობამდე მოვედით, "ზანგიდან" ფერად კანიანამდე, ადამიანებს რომლებსაც მაგიდასთანაც არ აჯენდნენ დღეს მეგობრები არიან. ბევრი ახსნა ნამდვილად არ სჭირდება რომ ამ მხვრივ გავიზარდეთ. მსოფლიოში შექმნილია უამრავი ანტი-რასისტული მოძრაობა, მათი წყალობით ამ პრობლემას ბოლო მოეღო და კიდევ აგრძელებს მის სრულ აღმოფხვრას.
შავი კანი ევმელანინის წარმოების შედეგია, რომელიც მუქი ყავისფერიდან შავი ფერისაა, ხოლო თეთრი კანი ფემელანინის წარმოების შედეგია, რომელიც წითელ – ყვითელ ფერში შედის. რასიზმს, როგორც იდეოლოგიურ მრწამსს და ჩაგვრის ინსტრუმენტს, ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, რასიზმის თეორია მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. რასისტული თეორიების თანახმად, კაცობრიობა ერთმანეთისგან ბიოლოგიურად განსხვავებულ რასებად იყოფა. ამ სიტყვის გაგონებაზე მუდამ უსამართლო ხალხი მახსენდება, რომლებიც ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ამონებდნენ, ამუშავებდნენ გაუსაძლის პირობებში, არასრულფასოვანი კვებით და ასევე არასრულფასოვანი საცხოვრებელი ადგილით.
რამდენიმე საუკუნის წინ "შავ" ბავშვებს თეთრ ბავშვებთან თამაშის უფლება არ ჰქონდათ, მათ თავისი ადგილი უნდა სცოდნოდათ და რასაც ეტყოდნენ თეთრები ის უნდა გაეკეთებინათ, ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში XX-ე საუკუნის ბოლოსკენ დაჯგუფებებიც შეიქმნა, რომელთა მთავარი მიზანი "ზანგებისთვის" მათი ადგილის სწავლება იყო. (ასე უწოდებდნენ ისინი). ამ და მსგავს ფაქტზე მრავალი ფილმია გადაღებული და ამ ფილმებს ელიტარული ტიტულებიც მოუგიათ. რამდენად უგუნური იყო ადამიანი რომ ამ ყველაფერს ჩადიოდა? სასაცილოა უბრალოდ, ასე ბრუტალურად ამონებდე ვინმეს და მხოლოდ გარეგნობა გქონდეს მიზეზად. როცა ჩვენს ქალაქში ვსეირნობ, ხშირად მხვდებიან ფერად კანიანები, (მგონია სტუდენტები არიან) სასიამოვნო სანახავია, როგორ მოდიან ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, იცინიან და საინტერესო თემებზე ლაპარაკობენ.
#გააჟღერე
Feedc
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0