საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა ფუნქციონირებას არ წყვეტს

0
საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება. საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების მიხედვით, ეს საქმიანობებია: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება; გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა; დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება; ე) კომერციული ბანკების საქმიანობა; ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა; თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა; ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა; კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაცია; ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია; მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება; ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“); პ) კერძო დაცვითი საქმიანობა; ჟ) საადვოკატო საქმიანობა; რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა; ს) პრესის ჯიხურები.
#კორონავირუსი
#კარანტინი
#ეკონომიკა
#tbilisidaily
0