ბრაზილიაში განვლილი 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140392 ბრაზილიაში, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 717 შეადგინა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 201 ადამიანი. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვირუსი დაუდასტურდა 5 717 ადამიანს. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 3, 5%-ს მიაღწია. ყველაზე მეტი ინფიცირებული მოდის რიო-დე-ჟანეიროზე და სან-პაულუზე. მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა ბრაზილიის სენატის წარმომადგენელი დავი ალკოლუმბრე. შედეგად, მოხდა მისი იზოლაცია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სენატორს მძიმე სიმპტომები არ უვლინდება.
0