"თხილობა 2020"

0
დღეს, 6 სექტემბერს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში ფესტივალი „თხილობა 2020“ გაიმართება. 💠 🕓 16:00-საათიდან

დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოდგენილი იქნება:

✔️ თხილი და თხილის პროდუქცია; ✔️ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები; ✔️ ჩაი, ღვინო, ყველი, ჩირი, ჩუხრჩხელა და სამეგრელოს კუთხისთვის დამახასიათებელი სხვა პროდუქცია. 💠 მოეწყობა ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები. 💠 სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, დააგემოვნონ და შეიძინონ დახლებზე გამოფენილი პროდუქცია.

💠 🕠 17:30 სთ-ზე, დადიანების სასახლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი.

► ადგილზე განხორციელდება თერმოსკრინინგი. გთხოვთ დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები , გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას 🔷 ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავს თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ✔️ 🌰 ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ► ბოლო წლების მანძილზე მეთხილეობისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა აზიური ფაროსანა, რომლის წინააღმდეგაც გატარდა მასშტაბური და კომპლექსური ღონისძიებები, მოქმედებს სხვადასხვა პროექტი ფერმერთა მხარდასაჭერად, შემუშავდა „თხილის გადარჩენის პროგრამა”. ✅ წელს დასავლეთ საქართველო თხილის მაღალი ხარისხის, უხვ მოსავალს იღებს, რომელიც ფაროსანას დამარცხების შემდგომ პირველი მოსავალია. • მკვეთრადაა გაზრდილი ექსპორტის მონაცემები - 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% -ით აღემატება • 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ღონისძიების ლინკი: https://facebook.com/events/s/%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-2020/3753162524697152/?ti=cl ______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com _____________________________________________
#თხილობა2020
#დადიანებიეზო
#ზუგდიდი
#ღონისძიება
0