ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სიმინდის ყანებს, ძლიერმა წვიმამ დააზიანა შიდა საუბნო გზები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებულ მოსახლეობასთან ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.
მოსახლეობას ამ ეტაპზე დროებით გადასახური მასალა ურიგდება, ამავდროულად მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე ეცნობიან ზარალის ოდენობას.
წყარო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
______________________________________________
სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________
#წალენჯიხა
#ძლიერიწვიმა
#წალენჯიხისმუნიციპალიტეტისმერია
#ბიზნესი