რას ნიშნავს ასოების თანმიმდევრობა "LGBTQIA+" ???

0
თემა რომელიც აქტიურობას არ კარგავს. საქართველოში განსაკუთრებით. LGBT-ინგლისური სიტყვაა, შეიქმნა, გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანების აღსანიშნავად. ტერმინი გამოიყენება 1990 წლიდან, იმ დროიდამ როცა მსგავსი ჯგუფის ადამიანებს გეებს უწოდებდნენ. ტერმინი უფრო ზოგადი და მრავლის მომცველია, ანუ გამოიყენება არა მხოლოდ ექსკლუზიურად ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ ადამიანთა აღსანიშნავად, არამედ არაჰეტეროსექსუალ ადამიანთა აღსანიშნავადაც.  ტერმინი ლგბტ 1996 წლიდანაა დარეგისტრირებული.
რატომღაც ამ თემას ხალხის დიდი ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამ ხალხის LGBT-ების აზრს არ აფასებენ. სასულიერო პირები ამას ცოდვად და დაავადებადაც მიიჩნევენ, მოქალაქეების ნაწილი კი ფიქრობს რომ ამ ადამიანებს კარგი ცემა და ძვლების დამტვრევა უშველით. კარგად გვახსოვს უახლოეს წარსულში რა მოჰყვა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის კინოეკრანებზე გამოჩენას, რომელიც ზუსტად LGBT თემატიკის ფილმების კლასტერიდან არის.
მთელი თბილისის მაშტაბით შეკრებილი ხალხი აპროტესტებდა ფილმის კინოთეატრებში გამოჩენას, რაც არუნდა სასაცილო იყოს მიზეზად მოიყვანეს შვილების დაცვა. ამბობდნენ რომ თუ ამ ფილმს მათი შვილები ნახავდნენ, ისინიც გაიზიარებდნენ მათ აზრს და ქართველობას დაკარგავდნენ.😂 🇬🇪მეგობრებო ძალადობა არაა ქართველობა! 🇬🇪არც ლგბთ-ობა! 🇬🇪ქართველობა-ჰუმანურობაა! ადამიანობაა ქართველობა! სამშობლოს და უფლის სიყვარულია! რომელიც მოგვიწოდებს გვიყვარდეს ერთმანეთი, სუსტის-ავადმყოფის დახმარებისკენ მოგვიწოდებს და ჩვენ თუ ესეთი მორწმუნეები ვართ, რომ ამ ცოდვას ვერ დავუშვებთ იმას რატომ აღარ ვიხსენებთ რომ ცოდვილებს და ავადმყოფებს უნდა დავეხმაროთ? ნუ მთელი სისულელეა იმ თბილისელების ქმედება, სრულიად ლოგიკას იყო მოკლებული და რატომ 1 მიზეზი უკვე გითხარით უმარტივესად. ჩემი აზრი როგორც მოზარდის, როგორც საქართველოს მომავლის, ამ ყველაფერზე ძალიან მარტივი და კონკრეტულია. ეს ხალხი არ არის არც დაავადებული! არც ავადმყოფი! და არც საცემი! სიყვარულის გამო ადამიანს ფიზიკურად ვერ გაუსწორდები. მითუმეტეს თუ ის არც შენ, არც შენს შვილს, არც შენს ქვეყანას, არაფერს ავნებს და უყვარს ის ვინც სიყვარულითვე პასუხობს. ამის გაპროტესტება რამდენად ლოგიკურია არ ვიცი, ვერ ვიაზრებ, ალბათ ეს განვითარების სხვა ეტაპია, რომელსაც ჯერ ვერ მივაღწიე.😅 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ყოველ წელს ამ რიცხვში მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამართული მსგავსი თემატიკის ღონისძიებები ერთ მიზანს ემსახურება. ხალხს მეტი გააგებინონ და დაზუსტებული-გაფილტრული ინფორმაცია მიაწდონ "LGBT+"-ზე უცოდინარობა და შექმნილი ამბები ქმნის სტერეოტიპებს და ეს სტერეოტიპები აიძულებს ხალხს, იფიქრონ უარყოფითად ამ ხალხზე. ღონისძიებებს ზუსტად ზედმიწევნით კარგად და სწორად მიაქვს ინფორმაცია ხალხთან. მრავალი კითხვა ჩნდება ნაკლები ინფორმაციის გამო, LGBT გასაგებია მაგრამ ეს + გაუგებარია, ან სხვა დანარჩენი ასოები რას ნიშნავს და რას აერთიანებს ეს სიტყვა? ვეცდები მოკლედ აგიხსნათ. LGBTQIA+
⚠️L - ლესბოსელი ⚠️G - გეი ⚠️B - ბისექსუალი ⚠️T - ტრანსგენდერი ⚠️Q - ქვიარი ⚠️I - ინტერსექსი ⚠️A - ასექსუალი ⚠️+ - პლიუსი კი აღნიშნავს ყველა იმ გენდერულ, სექსუალურ თუ რომანტიკულ იდენტობას, რომლებიც: ან ნაირსახეობაა ზემოთჩამოთვლილი შვიდისა, ან ცალკეულ თვითმყოფად იდენტობებად არსებობს. 🌈ლესბოსელი🌈 ლესბოსელი არის ჰომოსექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა უჩნდება მხოლოდ ქალების მიმართ. მსგავსი ხალხი შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც გეი ასევე ქვიარად. 🌈გეი🌈 იგივე ჰომოსექსუალი. ჰომოსექსუალ ადამიანს ლტოლვა მხოლოდ საკუთარი სქესის მიმართ უჩნდება. მამაკაცს შეუყვარდეს მამაკაცი და ა.შ. 🌈ბისექსუალი🌈 ბისექსუალია ადამიანი, რომელსაც ორივე (მამრობითი და მდედრობითი) სქესი იზიდავს. 🌈ტრანსგენდერი🌈 ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის სქესიც არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. მამაკაცს რომ სურდეს ქალად ყოფნა და პირიქით. 🌈ქვიარლი🌈 ნებისმიერი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანი ქვიარია. 🌈ინტერსექსი🌈 მიიჩნევენ რომ ამ გადაწყვეტილების ადამიანის მაგივრად მიღება არასწორია, ვინაიდან მაღალია შანსი იმისა რომ მოგვიანებით მისი გენდერული იდენტობა არ ემთხვეოდეს სქესს რომელიც ექიმმა “აურჩია”. 🌈ასექსუალი🌈 იმ სოციუმში, სადაც სექსუალურ ცხოვრებაზე ყურადღება ხშირად მახვილდება, ასექსუალები თავს ხშირად გარიყულად გრძნობენ. ხილვადობით ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი სექსუალობაა, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოცემული სექსუალობის ადამიანები ჩვენ გარშემო არ არსებობენ.  ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიც არის: ამერიკა, ინგლისი, გერმანია... ამ ხალხს არ ებრძვიან მიიღეს ისეთივე როგორებიც არიან, და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ არ აქვთ მტრის როლი მორგებული, არ აბულინგებენ და არ ძალადობენ მათზე, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. თუ გვინდა რომ ვიყოთ განვითარებულები ადამიანურები და ნამდვილი ქართველები, (ქართველობა არ გულისხმობს ხალხის ცემას და დამცირებას არცერთ შემთხვევაში) ბოლოსდაბოლოს უნდა დავასრულოთ ამ ხალხზე ძალადობა, მათი გარიყვა და მტრად შერაცხვა, სიყვარულის და განსხვავებულული აზრის გამო. 🇬🇪
Feedc
#გააჟღერე
#siykura
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0