„ჭ“ თუ „წ“ ანუ წალენჯიხა თუ ჭალენჯიხა - ნაწილი I

0
წალენჯიხა ლაკადის მაღალმთიანეთს, ეგრისის ქედის უმშვენიერეს მთებსა და გორაკებს შეფენილი რაიონია - კოხტა სოფლებითა და რაიონული დაქვემდებარების ორი ქალაქით ( წალენჯიხა, ჯვარი).
"წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართულ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი იყო... აღმოჩენილი უძველესი ძეგლები მატერიალური კულტურისა მეტყველებენ აქ მოსახლეონის უძველესი ხანიდან არსებობის შესახებ", - წერს თავის ერთ-ერთ ნაშრომში ცნობილი ისტორიკოსი შოთა მესხია და იქვე განმარტავს წალენჯიხის ეტიმოლოგიას: "უდავოა, რომ "ჭენ-ჯიხა", "ჭალენ-ჯიხა" და "ჭენ- წყალი" არის დიალექტური ვარიანტები "წენ-დიხისა" (წალენჯიხა) და "წენ-წყარისა". "ჭენ-ჯიხასა" და "ჭენ-წყარში" „ჭ“-ს მაგიერ სიტყვის თავში „წ“-ს გაჩენა ენათმეცნიერებს ახსნილი აქვთ.
ე.წ რეგრესული ასიმილაციით, კერძოდ იმით, რომ ქართული „ჭ“ მეგრულში გვაძლევს „წ“-ს . ასე რომ, ყველა სიტყვის - „წენდიხა“, „წენ-წყარი“ - პირველ ნაწილში გაისმის დასავლურ-ქართული სატომო სახელი „წამ“ ან // „წენ“, „ჭან“ // „ჭენ“-ი. ავტორი იქვე იმოწმებს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შრომას და აღნიშნავს, რომ მეცნიერებს სადაოდ არ მიაჩნიათ - სწორედ „წანი“ ტომისგან მიიღო სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ, რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-ჯიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ამ ციხეს ჩაუდიოდა(წენ-წყარი)“
წყარო: წიგნი - "კვარაცხელია გვარი და გვარიშვილობა", გვ.14 ავტორი:რინოა კვარაცხელია ______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________
#ისტორია
#წალენჯიხა
#ჯვარი
#ჭანისწყალი
#ენათმეცნიერი
#მეგრულიენა
0