ნატო საქართველოს და უკრაინას დაეხმარება - იენს სტოლტენბერგი

ByM.m.m.Georgia
0
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის დასახმარებლად ერთობლივ პაკეტს შეიმუშავებენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს დახმარება ორივე ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. "ვიმედოვნებ, რომ მინისტრები ახალ პაკეტს დაამტკიცებენ, რაც საქართველოს, უკრაინასა და ჩვენ შორის პარტნიორობა მეტად გაამყარებს. ამასთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში დაგეგმილია სამხედრო წვრთნები, რაც ნატოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატოში აშშ-ის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ქეი ბეილი ჰაჩინსონმა განაცხადა, რომ ასპირანტი ქვეყნებისთვის - საქართველოსთვის, უკრაინისა და ბოსნიისთვის სამხედრო ალიანსის კარი ყოველთვის ღიაა.
#პოლიტიკა
#ნატო
#საქართველო
#უკრაინა
#politics
#news
#Georgia
#Ukraine
ByM.m.m.Georgia
0