ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140470 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტი კი უკვე დადასტურებული დიაგნოზით ბათუმიდან ამ წუთებში გადმოყავთ. რაც შეეხება ძველ პაციენტებს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. „ორი მძიმე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა დილის შემდეგ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარება დღეს დასტაბილურდა, და იმედია, ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვნახოთ, ხვალ მოგახსენებთ მათი მდგომარეობის შესახებ. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა მსუბუქი მიმდინაროებითაა და რამდენიმე არის საშუალო სიმძიმით მიმდინარე პნევმონიით“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
0