წყლის დეფიციტი ნაწილი-2. თვითმკვლელი ადამიანი

0
სპეციალისტები და მკვლევარები განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ, რადგან ჩვენამდე მოიტანონ ეს პრობლემა. გვასწავლიან როგორ უნდა ვებრძოლოთ სიკვდილს-უწლობას და ჩვენგან რადიკალურად სწორ ნაბიჯებს ელოდებიან. არამარტო სპეციალისტები ამას თქვენი შვილებიც, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც ელიან, დღესვე თუ არ იმოქმედებ ხვალ გვიანი იქნება. ადამიამები ტყეების ჩეხვით, წყლის ნარჩენებით დაბინძურებით, ჰაერის დაბინძურებით, ამ პრობლემას ხელს ერთიორად უწყობენ. 3% ვარგისი წყალია და მასაც საფრთხე ემუქრება. ან დაბინძურდება, ან გაშრება, ადამიანი მიწას ამუშავებს, ხეს ჭრის და აღარ რგავს, ეს მიწის გამოფიტვა- გამოშრობას უწყობს ხელს, რაც თავისებურად მიწისქვეშა, მიწის ზედა წყლების დაშრობას იწვევს.
ფინანსური სარგებლის გამო ადამიანი მსოფლიოს კლავს. მოსახლეობას არ ვგულისხმობ, პირდაპირი გაგებით ჩვენს პლანეტას კლავს. ერთ პატარა გოგოზე მინდა მოგიყვეთ, ცოტა არიყოს უკვე აღარც არის პატარა. 🌵გრეტა თუმბერგი🌵
ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. მსი მიზანი პლანეტის გადარჩენაა. ამ ბავშვს უყვარს მისი სახლი, ისევე როგორც ყველას ვინც საღად აზროვნებს. არაფერს მიქვია სიმდიდრე თუ ის მე არა მაგრამ ჩემს შვილს დააზიანებს, მის მომავალს გაანადგურებს! არაფერს მიქვია ის მილიონები რომლებიც ტყის ჩეხვით მოიპოვება! ამით მე სუნთქვაზე ვამბობ უარს.
არაფერს მიქვია მიწიდან მოპოვებული ნედლეულის მილიონები! რადგან ის ამოწურვადია, რაც თავისებურად მიწის გამოფიტვის მიზეზია. პური რომელსაც მე ვჭამ ამით მასზე ვამბობ უარს.
არაფერს მიქვია ისეთი ნაწარმის მილიონები რომლის ნარჩენებითაც ჩემს ჭიქა წყალს უვარგისს ვხდი!
ყველა ადამინი რომელიც ამ ნაბიჯს დგამს და ამაზე მიდის ეგოისტია! მისი სარგებლობის გამო სპობს მსოფლიოს. სახეზე გვაქვს უამრავი მაგალითი უწყლობის, რას უკეთებს გარემოს და როგორ იტანჯება ხალხი ამ ადგილებში. აფრიკა აფრიკა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი. ⛔აფრიკა კონტინენტია სადაც იქაური სიცხეც კი არარის პირველი პრობლემა.🥺 ⛔აფრიკა კონტინენტია სადაც იბადებიან და ისე კვდებიან სუფთა წყლის გემო არ იციან.🥺 ⛔აფრიკა კონტინენტია სადაც დიდიხნის მშიერ ბავშვს პური რომ მიაწოდო ის არ გამოგართმევს, არა იმიტომ რომ არ უნდა, არამედ იმიტომ რომ დიდიხნის შიმშილის გამო ჭამა არ შეუძლიათ.🥺 იქ ჩასული ჯგუფებს(ეს ჯგუფები სპეციალურად არიან მომზადებულები ამ ხალხის დასახმარებლად) აფრიკელ ადგილობრივებთან ჩააქვთ წყალი, საკვები პროდუქტები და ცდილობენ შეუმსუბუქონ ყოველდღიურობა. მათი ყოფნის დროსაც დღეში 10-15ადამიანი კვდება. ⛔აფრიკა კონტინენტია სადაც მცირე ჭრილობითაც კვდება ადამიანი, რადგან აქ არარის სამედიცინო დახმარების საშვალებები. მშობიარე დედები კვდებიან ბავშვის გაჩენისას, რადგან შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ. ⛔აფრიკა კონტინენტია სადაც 12წლის ბავშვი 3-4 წლისას გავს სხეულის განვითარებით. აი ამ პრობლემებს იწვევს უწყლობა, ეს გველის არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. კი ვამბობ: "დიდი სტატიები უსიამოვნო სანახავია" მაგრამ არ შემიძლია ეს ამბავი არ მოგიყვეთ.
❤რეიჩელ ბეკვიტი ❤
რეიჩი 9 წლის სიეტლიდან გოგონა იყო, ნამდვილი ანგელოზი, რომელმაც 60 000 აფრიკელ ბავშვზე მეტი გადაარჩინა. რეიჩელი ერთ დღეს მოხვდა ლექციაზე სადაც ყვებოდნენ აფრიკელი ხალხის გასაჭირზე. როგორ კვდებოდნენ წყურვილისგან ბავშვები და კიდე რიგ პრობლემებზე. რეიჩი სახლში დაბრუნების შემდეგ დარეგისტრირდა საიტზე, სადაც ფულის შეგროვება დაიწყო აფრიკელი ბავშვებისთვის. მისი მიზანი იყო 300 დოლარის შეგროვედა და 15 ბავშვისთვის სასმელი წყლის გაგზავნა, მაგრამ მისი თანხა მხოლოდ 11 ბავშვს ეყო. ერთ დღეს სამწუხარო ამბავი გავრცელდა, ამერიკაში ერთ-ერთ მაგისტრალზე 20 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, მსხვერპლებს შორის რეიჩელიც გახლდათ, მას ხერხემალი ჰქონდა დამტვრეული რაც სიცოცხლისტვის შეუსაბამო იყო და მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ხალხმა გაიგო რეიჩელის მიზანზე და მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყეს ფულის ჩარიცხვა მასიურად. რეიჩელიმ შეძლო და 9 წლის ასაკში სიკვდილის შემდეგ გადაარჩინა 60 000 ბავშვი.😇
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ბიზნესი
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0