რადიკულიტი

0
📌რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. იგი მოულოდნელად, მცირე მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილით აღმოცენდება. 📌რადიკულიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ხერხემლის დაავადება ოსტეოქონდროზია, რომლის დროსაც მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობასა და გამძლეობას. რადიკულიტი დისკებით მალების შეერთების ადგილებში ლაგდება მარილი, ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები – ოსტეოფიტები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში. 📌რადიკულიტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ვერტებრალური ნერვების დაზიანებით. რადიკულიტის დროს უფრო ხშირად ზიანდება წელისა და გავის არეში მდებარე ნერვები, შედარებით იშვიათად – კისრისა და უფრო იშვიათად – გულმკერდის არე.

გამომწვევი მიზეზები

📌რადიკულიტი, უმეტეს შემთხვევაში, ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, ზოგჯერ კი ხერხემლის ტრავმით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნითა და სხვა ვითარებით არის გამოწვეული. 📌ცვლილებები მალთაშორის დისკში იწვევს მის ნაწილობრივ დაშლას, გათხელებას. იგი კარგავს თავის დრეკად თვისებებს, შემდეგ კი გამოიწევა და ახდენს სათანადო ნერვებზე ზეწოლას.

რადიკულიტის ფორმები

📌გამოყოფენ რადიკულიტის რამდენიმე ფორმას: კისრის, მხარ-კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტს. კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზებულია კეფისა და კისრის არეში. ძლიერდება თავის მობრუნებისა და ხველის დროს. რადიკულიტის ტკივილები შეიძლება თანდართული იყოს თავბრუსხვევით, სმენის დახშობით, სიარულის დროს ბარბაცით და სხვა თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით გამოწვეული სიმპტომებით. 📌მხარ-კისრის რადიკულიტისას ინტენსიური და ხშირად შეტევითი ხასიათის ტკივილები ლოკალიზებულია კისრის, მხრის სარტყლის, ხელების არეში. ტკივილი ძლიერდება ხელების მოძრაობის, თავის მობრუნებისა და დახრისას. 📌გულმკერდის რადიკულიტისას (გულმკერდის შუა და ქვედა ფესვების დაზიანება) ნეკნთაშუა ნერვების შემტევი, სარტყლისებრი ტკივილი ძლიერდება მოძრაობის, ან ღრმა ჩასუნთქვის დროს. რადიკულიტის ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია გავა-წელის რადიკულიტი. დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკოში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია. რადიკულიტი გავა-წელის რადიკულიტი ძირითადად საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. ყველაზე მეტად ეს დაავადება აწუხებთ პირებს, რომელთაც უწევთ არასახარბიელო კლიმატურ პირობებში მუშაობა, ან აქვთ დიდი ფიზიკური დატვირთვა. გავა-წელის რადიკულიტის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციისაა, კერძოდ, აღმოცენდება საჯდომი ნერვის გასწვრივ და ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.

მკურნალობის მეთოდი

რადიკულიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მექანიზმის გათვალისწინებით. მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული მეთოდებით და მხოლოდ მათი არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას. ოსტეოქონდროზით გამოწვეული რადიკულიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაჭიმვას . როდესაც ტკივილი მცირდება, უმატებენ სამკურნალო ვარჯიშსა და მასაჟს.
#news
#opinion
#health #forhealth
#healthylife
#behealthy
Tbilisi
0