საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 13-ით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ 130-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ახალი შემთხვევებიდან 4 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 26 პირი, კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 281.
#კორონავირუსი
#ინფექციური
#ეზუგბაია
#tbilisidaily
0