19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 19 წლის გოგო ფეხმძიმედაა. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. „საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული. გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავს რეხვიაშვილი. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი. ინფიცირებული 130 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულ
#goodplaces
#news
#opinion
#coronavirus
0