ინფორმაცია კომუნალური შეღავათების შესახებ:

1
⭕️ ელექტროენერგია ? აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონია და თვეში საშუალოდ 17 მლნ ლარი დაიხარჯება ელექტროენერგიის კომუნალური შეღავათების ნაწილში. ⭕️ ბუნებრივი გაზი? აბონენტებს, რომლებით თვეში მოიხმარენ 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ გაზს ასევე, სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთია 670 ათასამდე აბონენტი, თანხა კი შეადგენს მთლიანობაში 27 მლნ-მდე ლარს. ⭕️ წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარებათ იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარება. წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის. ? მთავრობის გადაწყვეტილება სს “თელასის” შემთხვევაში შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი მაქსიმუმ 37.11 ლარია; ხოლო, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში - მაქსიმუმ 36.4 ლარი. ? მთავრობის გადაწყვეტილება შპს “თბილისი ენერჯის” შემთხვევაში შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსისმუმ 92.2 ლარს, შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში - მასიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს “საქორგგაზის” შემთხვევაში - 113.9 ლარს. ⭕️ მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. ?აღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვცელდება ძველ დავალიანებებზე. ? მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-მდე ელექტროენერგია და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას. ❗️იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებსაც კომუნალური მხარდაჭერის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, რომ გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა საჭირო და აუცილებელი პროგრამებისკენ ?მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება. უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ პირებს დეტალურად ეცნობებათ ამ საკითხის შესახებ.
#დარჩისახლში
#გაიგერაკეთდება
1