სოფელ ობუჯში გარდაცვლილი პედაგოგის სახელობის სკვერი მოეწყობა - სამოქალაქო განათლების კლუბი "ქიაჩი"

0
■ არაფორმალური განათლების ინსტიტუდი დღეს, XXI-ე საუკუნეში უფრო და უფრო ვითარდება, შედეგად კი პროგრესისკენ დარაზმული ადამიანები გადმოდიან წინა პლანზე, უშრეტი ენერგიით, ერთი საერთო მიზნითა და ძალიან დიდი გამოცდილებით. ასეთი ადამიანები ვერ ჩერდებიან ან უფრო მათი მოდუნება შეუძლებელია. ფრენა ისწავლეს და აწი ვინ გააჩერებს?!

სწორედ ასეთ ფრებშესხმულ ახალგაზრდებზე გიამბობთ დღეს, რომლებმაც სათემო საქმე წამოიწყეს და დიდი შემართებით მიილტვიან გამარჯვებისკენ!

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში კი პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ობუჯის საჯარო სკოლა ამ პროგრამაში რიგით მესამე წელია აქტიურ მონაწილეობას ღებულობს და ძალიან ბევრ სასიკეთო ინიციატივას თუ პროექტს ახორციელებს. პროგრამა ყოველწლიურად აცხადებს მცირე საგრანტო კონკურს და სკოლის ჩართულობაც სწორედ აქედან იწყება...

17 წლის თეკო შონია სამოქალაქო კლუბ "ქიაჩის" ლიდერია.

ჩვენი სკოლაა მესამე წელია ჩართულია"მომავლის თაობის" პროგრამაში. მცირე საგრანტო კონკურსი რომ გამოცხადდა მაშინვე გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება. ჩვენი, სოფლის ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასდროს არ გვქონი ისეთი ადგილი, სადაც შეკრებას მოვახერხებდით, გართობას, იდეების გაცვლას, თუნდაც ეს სკვერი ყოფილიყო... პროექტიც ამაზე დავწერეთ სახელწოდებით , , იზრუნე გარემოზე, რომ გარემომ იზრუნოს შენზე''.

რბოგორც თეკო გვიყვება მათი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ყველაზე მობდომებული ყოფილა ამ საკითხში, თუმცა ამ დღეს ის ვერ მოესწრო, სანწუხაროდ...

ჩვენს სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად, რომელიც ყველაზე მონდომებული იყო ამ ამბავში - გავიმარჯვეთ. მერიამ და ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმაც გამოგვიცხადა მხარდააჭერა. უკვე კარგა ხნის დაწყებულიც და დამთავრებულიც უნდა ყიფილიყო პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ მთავარი ძალა გამოეცალაა, ჩვენი სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ქალბატონი ციალა სამუშია გარდაიცვალა... პროექტი შეჩერდაა. თავზარდაცემული მოსწავლეები და არამარტო - მის გარდაცვალებას მივსტიროდით. ჩემთვის ეს უდიდესი ტრამვა იყო და არის დღესაც. აქტივობების დაგეგმვა- განხორციელებასვერ ავუწყვე ფეხი, თუმცა ცხოვრება გრძელდება, დრო სჭირდება ადამიანს ყველაფერის გასაანალიზებლად. ჩვენც შევეგუეთ ნელ-ნელა, სხვა რა გზა გვქონდა.. ციალა მასწავლებელი მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა, არა.. ალბათ მე ყველაზე უკეთ ვიცი მისთვის ეს პროექტი რასაც ნიშნავდაა.... ამიტომ ისევ დავდექით ფეხზე, მთელი ძალიით და შემართებით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, იმ ოცნების ასასრულებლად, რაზეც ერთად ვოცნებობდით.... სკვერის გაწმენდითი სამუშაოები დღეს, 8 სექტემბერს დაიწყო. ადგილზე მოხალისეებიც იმყოფებოდნენ და საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ლოკაციის გასუფთავებას. დღეს დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, პირველი ნაბიჯი გადავდგით. რთული იქნება, მაგრამ ვიცი აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ სკვერმაა ჩვენი დიდებული პედაგოგის სახელი უნდა ატაროს. სკვერის კეთილმოწყობაში სკოლის მოსწავლეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საჭირო ინვენტარებით, ხოლო დადიანების ბოტანიკური ბაღის ადმინისტაცია ლამაზი ჯიშის მცენარეებით დაეხმარება. სკვერის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც თემში მცხოვრებლებს თუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თუნდაც ერთი ლარი დარიცხოს - ამბობს კლუბის ლიდერი თეკო შონია. არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ. მსგავსი პროგრამები ახალგაზრდების განვითარების საწინდარია. მე ამ პროგრამამ შემცვალა, ამას გულახდილად ვამბობ! შემცვალა და მასწავლა საკუთარი თავის რწმენაა, რეალობის სწორად აღქმა, დანახვა-გააზრება. შემძინა ის ლიდერული თვისებები, რომელიც მთელი ცხოვრება გამომადგება. ამ პროგრამამ, ამ პროექტმა მასწვლა რომ მთავარია მიზანი და მონდომება. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია , განსაკუთრებით მაშინ, როცა გგვგონია რომ ბავშვები ვართ და ჩვენს აზრს დიდად ყურადღება არ მიექცევა, მაგრამ ეს რომ ასე არაა - ამაში უკვე წლებია ვრწმუნდები. ამ პროგრამამ სტიმული მომცა, თავდაჯერებული გამხადა და გამიორმაგა იმის რწმენა, რომ მთავარია ჩვენ დავინახოთ, ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი და დანარჩენი უბრალოდ თავისიით წავა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება, უთუოდ, მაგრამ იმარჯვებს ის, ვინც ამ დაბრკოლებების გადასალახად სწორ, ადეკვატურ გზას ეძებს! ანგარიშის ნომერი:GE92LB0121135495714000 საიდენტიპიკაციო კოდი: 242735929 დანიშნულებაში მოუთითეთ: ობუჯის სკვერის კეთილმოწყობისთვის.
#ბიზნესი
0