ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს აქებს

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს, - ამის შესახებ ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“ არის აღნიშნული. სტატიის ავტორი ჯორჯ ვისანი აღნიშნავს, რომ მოგზაურობაზე დაწესებულ აკრძალვებს საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, რადგან ქვეყანა ტურიზმზე დიდად არის დამოკიდებული. „ამ სტატიის დაწერის მომენტში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის. სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყველა მოგზაურს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა. მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვები ახლა უკვე მთელ მსოფლიოში კრიზისთან ბრძოლის სტანდარტულ მეთოდად იქცა, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე და ამ სექტორიდან ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე, “ - წერს ავტორი. საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვისას სტატიის ავტორი ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ამახვილებს. „ამ რეგიონების აუღიარებელი პოლიტიკური სტატუსის გამო, საერთაშორისო დახმარებაზე წვდომა შეზღუდულია. ოკუპირებული აფხაზეთი სამედიცინო მასალებით საერთაშორისო პარტნიორებმა მოამარაგეს, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ რეგიონების დახმარების შესაძლებლობა გართულებულია წლების განმავლობაში ძალიან შეზღუდილი კავშირის და რუსეთის აგრესიის გამო. საბედნიეროდ, ამ ფაქტორმა არ შეუშალა ხელი რუხის გენერალური საავადმყოფოს გახსნას აფხაზეთთან გამყოფი ხაზის რამდენიმე კილომეტრის სიახლოვეს. არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის შეუშლია ხელი ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებისას, როდესაც ბრძანა: „ყველაფერს გავაკეთებთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.” საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონში რუსეთის ჩართულობას უნდა დააკვირდეს, რადგან ის საკუთარი საზღვრების შიგნით კრიზისს მართავს. რეგიონის გამძლეობას ისეთი გამოცდა ჩაუტარდება, რომელიც აქამდე არასოდეს განუცდია და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე თავად პანდემია, “- აღნიშნულია სტატიაში.
#კორონავირუსი
#საქართველო
#ჯორჯვისანი
#პანდემია
#tbilisdaily
0