დამატებითი ფრენები ბერლინი-თბილისისა და ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით

0
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინი-თბილისისა და ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით დამატებითი ფრენები შესრულდება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს, 2 აპრილს მიიღეს. როგორც ირკვევა, ბერლინი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი 12 აპრილს, ხოლო ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით 14 აპრილს შესრულდება. , , აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით", — ნათქამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
#საგარეოუწყება
#ამსტერდამი
#ბერლინი
#თბილისი
#რეისი
#ფრენა
#tbilisidaily
y
0