პირველი წყალქვეშა ფოტოს ისტორია

0
ამ ფოტოს გარშემო ბევრი რამე არაა ცნობილი, ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ფოტოზე რუმინელი მყვინთავია, რომელიც ლუის ბოუტანმა გადაიღო, სადღაც 1893 და 1899 წლებს შორის. ფოტო ბანულს-სურ-მერში გადაღებული, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს. ამ ფოტოთი ბოუტანს უნდოდა ეჩვენებინა თუ როგორი უცნაური და პრივილეგირებულაი წყალქვეშ მუშაობა.
მისი ძმის დახმარებით, ბოუტანმა წყალქვეშა კამერა 1893 წელს გამოიგონა. როგორც სურათიდან ხედავთ ერთი ფოტოს გადაღებაც კი ძალიან დიდი ძალისხმევას მოითხოვდა, ხოლო ყველაზე რთული მაინც სინათლის სწორად დაჭერა იყო. ბოუტანის შემდგომი გამოგონებებიც სწორად სინათლის უკეთეს წყაროს ეხებოდა. ლუის ბოუტანი თავისი ეპოქის რამოდენიმე ადამიანს მიეკუთვნება რომელსაც შეეძლო წყალქვეშ ფოტოს გადაღება.
#წყალქვეშაფოტო #პირველიწყალქვეშაფოტო #ფოტოგრაფია
Tbilisi
#ხელოვნება
0