პიკურ პერიოდს, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140527 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პიკურ პერიოდს სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პიკური პერიოდის ხანგრძლივობა და პაციენტების რაოდენობა ეფექტურ მენეჯმენტსა და მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული. "დღეს მაინც სიტუაცია კონტროლირებადია, ვინაიდან ამ ათი ახალი პაციენტიდან ძირითადის კონტაქტების დადგენილია და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ ჩავთვალოთ რომ ქვეყანაში განგაშის ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
0