კორონავირუსით ინფიცირებული კაცის მამა ხარაგაულში წიწილებს ყიდდა

0
თერჯოლაში, კორონავირუსით ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ, შინაურ ფრინველებს ხარაგაულის მინიციპალიტეტში ყიდდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს იმ პირთა წრის დადგენა უწევთ, რომლებმაც წიწილები დაავადებული მამაკაცის მამისგან შეიძინეს. ხარაგაულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული კაცის მამამ, წიწილები 9 ოჯახში ჩააბარა და მათთან კონტაქტი ჰქონდა. ასევე, ინფიცირებულის მამამ ხარაგაულში ნათესავთან ღამე გაათენა. ფაქტის გამჟღავნების შემდეგ ხარაგაულში პანიკაა. ამ დროისთვის სულ 12 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება.​ “ოჯახებში დაჰქონდა ამ პიროვნებას ეს წიწილები. ბაზარში არ გასულა. ცხრავე ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი უკვე ვიცით და გაფრთხილებულები არიან. 3 პიროვნებაა, ვისთანაც ღამე გაათია და ისინი დღესდღეობით თვითიზოლაციაში არიან” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ხარაგაულის სამსახურში
0