აპრილის ბოლოს, ცაში შეიძლება კაშკაშა კომეტა გამოჩნდეს

0
ახლახან აღმოჩენილი კომეტა დედამიწის სიახლოვეს მოემართება და სულ უფრო კაშკაშა ხდება. ობიექტი, რომელსაც „კომეტა ატლასი“ უწოდეს, ოფიციალურად კი C/2019 Y4 (ATLAS) ჰქვია, ამჟამად ბინოკლითა და ტელსკოპებით ჩანს დიდი დათვისა და ჟირაფის თანავარსკვლავედების მიმართულებით. მკვლევართა განცხადებით, მის გასწვრივ ყალიბდება ე. წ. კომეტის კუდიც. საინტერესოა, შევძლებთ თუ არა მის დანახვას შეუიარაღებელი თვალით და გახდება თუ არა ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე კაშკაშა კომეტა? ზემოთ მოცემული ფოტო პლანეტების ფოტოგრაფმა დამიენ პიჩმა გადაიღო. სურათზე ჩანს მწვანე კომეტა მკრთალი კუდით. კომეტის კუდი მტვრისა და გაზის ნაწილაკებია, რომლებიც მზესთან მიახლოებისას ობიექტიდან ორთქლდება და სინათლის არეკვლის გამო კაშკაშებს. 30 მარტს გადაღებულ ამ ვიდეოში ჩანს კომეტა ატლასის მოძრაობა ხუთი საათის განმავლობაში, როდესაც ის ერთი თანავარსკვლავედიდან მეორეში გადაადგილდებოდა. კომეტა 2019 წლის 28 დეკემბერს ნასას პროგრამა ATLAS-მა აღმოაჩინა, ჰავაიზე განთავსებული ტელესკოპებით. როდის და როგორ დავინახავთ კომეტა ატლასს კომეტა ამჟამად დიდი დათვის თანავარსკვლავედს ტოვებს. სავარაუდოდ, სიკაშკაშის პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში მიაღწევს, როდესაც მზისკენ მიმავალ გზაზე ის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოვა. 2020 წლის 30 აპრილს ის ჟირაფის თანავარსკვლავედში იქნება და სავარაუდოდ, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება. როდის იქნება მისი დანახვა უფრო მარტივი 30 აპრილს, კომეტა პლანეტა ვენერასა და კაშკაშა ვარსკვლავ კაპელას სიახლოვეს მოექცევა. მის დასანახად შეიძლება ბინოკლი დაგჭირდეთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ იქამდე ის უფრო აკაშკაშდეს და შეუიარაღებელი თვალით დანახვაც შევძლოთ. ამ ეტაპზე კი ის დედამიწისგან „სოციალურ დისტანციას“ ინარჩუნებს და ჩვენი პლანეტისგან 156 681 650 კილომეტრის მანძილზე იმყოფება. მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით. https://twitter.com/cosmonowamd/status/1244688633506017284?s=21
0