კანავარო კასილასს: შენ ფედერაციას უხელმძღვანელებ, მე რეალს გავწვრთნი!

ByM.m.m.Georgia
0
მადრიდის რეალის და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, ბლანკოსის ყოფილ მეკარეს, იკერ კასილიასს მიმართა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული მეკარე, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილმა თანაგუნდელმა იკერს ხუმრობით მიმართა. "შენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, ხოლო მე რეალს გავწვრთნი", - იხუმრა კანავარომ. ამასთან ერთად, ფაბიომ მადრიდელთა ახლანდელი თავკაცი, ზინედინ ზიდანი შეაქო. "ზუზითი აღფრთოვანებული ვარ. შეხედეთ, გუნდის გასახდელს ის როგორ აკონტროლებს, როგორი ურთიერთობა აქვს გულშემატკივრებთან... მას ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. ის დიდებული მწვრთნელია", - თქვა ფაბიომ.
#კანავარო
#კასილასი
#ზიდანი
#რეალი
#ლალიგა
#ესპანეთი
#მადრიდი
#ფეხბურთი
#სპორტი
#cannavaro
#casillas
#zidane
#LaLiga
#Spain
#Madrid
#football
#sport
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0