ტოტენჰემის შემტევი ჯარში მიჰყავთ

ByM.m.m.Georgia
0
ტოტენჰემის შემტევი, სონ ჰიუნ მინი, შესაძლოა, სამშობლოში სავალდებულო სამხედრო შეკრებაზე წაიყვანონ. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი, Sky Sports ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ფეხბურთელმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან ერთად აზიის თამაშებზე გაიმარჯვა, რითაც 21-თვიანი სამხედრო სამსახური აირიდა, მან 4-კვირიანი სამხედრო შეკრება მაინც უნდა გაიაროს. წყაროს ინფორმაციით, კორეელი ფეხბურთელი პრემიერლიგის განახლების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ 30 აპრილამდე ინგლისის ჩემპიონატი არ განახლდება, სონი სამხედრო შეკრებაზე წასვლას აპორებს, რათა ეს პასუხისმგებლობა საბოლოოდ მოიშოროს. ამისთვის მას მხოლოდ ტოტენჰემის ნებართვა სჭირდება. შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. სწორედ ამიტომ ამჟამად სონი სამშობლოში იმყოფება.
#სონჰიუნმინი
#ტოტენჰემი
#სამხრეთკორეა
#პრემიერლიგა
#ფეხბურთი
#სპორტი
#კორონავირუსი
#პანდემია
#sonheungmin
#tottenham
#premierleague
#UK
#SouthKorea
ByM.m.m.Georgia
0