"კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება" - ვოლსკი

ByTbilisi Daily
0
"სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს? სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული? კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება" – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის წინ კარვების გაშლის შესახებ საუბრისას. „საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან“, – დაამატა ვოლსკიმ. მისი თქმით, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს სტრატეგიულად, არის იმის პერსპექტივა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდეს. „არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია. თუნდაც ადამიანების უშველებელმა რაოდენობამ გამოხატოს თავისი უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც ამ რაოდენობით კარვების გაშლამ შეიძლება გამოიწვიოს, სახელმწიფო ეცდება გამოხატვის უფლება იყოს დაცული. დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი. სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, იქნებ როგორმე „ჯახი“ გამოიწვიონ, არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს ჩამოყალიბებულად“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები
ByTbilisi Daily
0