რა სარგებლობა მომიტანა კომენდანტის საათმა?

0
კომენდანტის საათის გამოცხადება ბევრი დისკომფორტის მომტანია თუმცა არის პლიუსებიც რომლებიც არასწორი იქნება რომ არ ავღნიშნო. როცა სკოლის და სტადიონის გვერდით ცხოვრობ დამიჯერეთ ძილი რა ხილია დაგავიწყდებათ, შუადღემდე ბავშვების კივილი გაგილამაზებთ ცხოვრებას და შუადღის შემდეგ ახალგაზრდები შეეშველებიან ამ საქმეში, საღამომდე ახალგაზრდები გინებითა და ღრიალით ესიყვარულებიან ერთმანეთს, ამ პროცესიდან შესანიშნავად შეიძლება ადამიანის ანატომიის შესწავლა რადგან ბილწსიტყვაობის უმდიდრეს მარაგს ფლობენ ჩვენი თანატოლები. როგორც კი ამ საგანმანათლებლო პროექტს ზემოთ აღნიშნული ახალგაზრდები დაასრულებენ, ამავე სტადიონის კუთხეში იკრიბება სხვა კოლორიტი საზოგადოება, ე.წ. , , ბირჟა, , და უკვე ღამის 2-3 საათამდე ეს ადამიანები ზრუნავენ შენს განწყობაზე და დასვენებაზე, დროის ამ მონაკვეთში შეგიძლიათ გაეცნოთ გაურკვეველი ერების ფოლკლორსა და თუ ფანჯარაში გახედვა არ დაგეზარებათ ქორეოგრაფიასაც... მსგავსი შოუ-პროგრამა როგორც წესი მთავრდება ხელჩართული ბრძოლით და დამარცხებულის ღრიალი დილის 6 საათამდე არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას... დილის 6 საათიდან თამამად შეგიძლიათ იძინოთ ზუსტად 2 საათი რადგან 8დან უკვე მოსწავლეები უბრუნდებიან საქმიანობას... ახლა თქვენით გამოიტანეთ დასკვნა რა სარგებლობა მომიტანა კომენდანტის საათისა და კარანტინის დაწესებამ ??
#კომენდანტისსაათი
#კარანტინი
#ძილი
#სიმშვიდე
#ბედნიერება
0