4 votes
0 comments
0 shares
Save
177 views
ნანა ფიფია
Kutaisi · 3 months ago
#politics
ნანა ფიფია
Kutaisi · 3 months ago
Similar Posts
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ოკუპირებული ცხინვალის ცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერიტორიაზე „აკრედიტებულ“ უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი 12 აპრილის შუაღამემდე დაკეტილია და იკრძალება ნებისმიერი სახის მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რესი“ ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უკავშირდება და დროებით ხასიათს ატარებს. #politics #ოკუპირებულიტერიტორია #ცხინვალი #კორონავირუსი #სიახლე #news #opinion #coronavirus #covid19 Tskhinvali Batumi Tbilisi Kutaisi Sokhumi
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს პნევმოკოკით აცრა
სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს და ახლა მუშაობს როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს პნევმოკოკით აცრა - ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ასევე, დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს აცრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პნევმოკოკით შესაძლო აცრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე. აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, პამდენიის დროს პნევმოკოკით აცრა რეკომენდებული არ არის და ის ამის წინააღმდეგია. „ჯანდაცვის სამინისტროში პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად და ჩვენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ასევე, დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს აცრა. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტრის პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, არც პანდემიის და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტიკარაძემ. #news #politics #opinion #business#coronavirus#corona#covid19#covid#სიახლე#სიახლეები #კორონავირუსი#კორონა#კოვიდ19 Tbilisi Kutaisi Batumi
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ავარია თბილისში
გუშინ თბილისში, ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, შსს ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ე.ი. საკომენდანტო საათია გამოცხადებული და მოქალაქეებს ეკრძალებათ 21:00 საათის შემდეგ სახლებიდან გამოსვლა. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში სულ 208 დაინფიცირებული ადამიანია, რომელთაგან 46 გამოჯანმრთელებული, ხოლო 3 გარდაცვლილი. #news #politics #opinion #photo#სიახლე #საქართველო#სიახლეები#ავარია#კორონავირუსი#კორონა#კოვიდ19#კომენდანტისსაათი Tbilisi Batumi Kutaisi
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ
ბორის ჯონსონს სიძლიერესა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, საავადმყოფოს მალე დატოვებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სწრაფი გამოჯანრთელება უსურვა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმაც. „ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“. მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც. „ჩემი ფიქრები ბორის ჯონსონსა და მის ოჯახთან არის. მე მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“- წერს კონტე. ბორის ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც. „ჰოლანდიის მინისტრთა კაბინეტის სახელით ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ პერიოდში სიძლიერეს ვუსურვებ. იმედი მაქვს, მალე მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა,“- წერს რუტე „ტვიტერში“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“ კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო. საავადმყოფოში მყოფ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი. „გამძლეობას გისურვებ, იმედი მაქვს მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დატოვებ საავადმყოფის,“- აღნიშნულია მოდის „ტვიტერის“ პოსტში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვან დერ ლეიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელიც. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. #news #opinion#politics#health#coronavirus#corona#covid19#covid#სიახლე#სიახლეები #პოლიტიკა#ჯანმრთელობა#კორონავირუსი#კორონა#კოვიდ19
ილია ჩხარტიშვილი
Kutaisi, Georgia · 2 months ago
აშკარად ️.
#news #funny #politics
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ხანძარი ჩერნობილში
ძლიერ ხანძარს, რომელიც ჩერნობილის ტერიტორიაზე უკვე 1 კვირაა მძვნივარებს, მეხანძრეები ვერ აქრობენ, ხანძარი უკვე ახლოსაა პრიპიატთანაც! მაშინ როდესაც მსოფლიო დიდ განსაცხელშია პანდემიის გამო, უკრაინა კვლავ დგას ნუკლიდური კატასრტოფის ზღვარზე. ჩერნობილის ზონაში არის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი. მიუხედავად მისი მასშტაბისა მას სათანადოდ ვერ ებრძვიან და შესაბამისად მისი არეალი ყოველ დღე იზრდება. ხანძარმა გაანადგურა ასობით ათასი ჰეკტარი ტყე და რამდენიმე სოფელი. ასევე დაზარალდა საკონტროლო გამშვები პუნწტი "ლელიოვი". საფრთხის ქვეშ დგას ისეთი ობიექტები როგორიცაა "დუგა", ობიექტი "ჩერნობილ-2" და "ვოლჰოვი". ცეცხლი ასევე მიუახლოვდა ე.წ. წითელ ტყეს და ქალაქ ჩერნობილს (ნუ გეშლებათ პრიპიატში). მე გული შემტკივა, როდესაც ვხედავ იმას, თუ როგორ ნადგურდება ბუნება და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მუზემული ღია ცის ქვეშ. დარჩა ისეთი ობიექტები, რომლებსაც ვეღარასდროს დავათვალიერებთ. ის სამყარო და ის ადგილები, რომლებიც მე ძალიან მიყვარდა ნადგურდება და მე ვერანაირად ვერ დავეხმარები ამ სიტუაციას. #news #politics #opinion #events #photo #chernobyl #fire #სიახლე #სიახლეები #ხანძარი #ჩერნობილიTbilisi Kutaisi Batumi
+3
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
რამდენი გადაიხადა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების თავიანთ ქვეყნებში ჩასატარებლად რუსეთმა და ყატარმა ფიფას აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს და საქმის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაახმაურა. ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც არ ამხელენ. უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. სალგეროს 1 მილიონი შესთავაზეს. ანგარიშში არ არის მითითებული, აიღო თუ არა მან ეს თანხა. უორნერს 5 მილიონი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით 20 ტრანშად გადაურიცხეს. გადარიცხვები მოხდა ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. მოხსენებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით თანამზრახველისგან წერილი მიიღო, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, რომელშიც უორნერს იმის გაკეთებას ურჩევდნენ, რაზეც მოილაპარაკეს. 2015 წელს უორნერს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს. გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის საუბრის დეტალი გაამხილა, სადაც პუტინმა მედვედევს უთხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მოისყიდა.#news#politics#business#sport#სიახლე #სიახლეები#ბიზნესი#პოლიტიკა#სპორტი
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 2 months ago
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება. ამის შესახებ ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა. „ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი. მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია“,- დასძინა ლავროვმა.#news#airways#opinion#politics #russia#georgia#სიახლე#ავიამიმოსვლა#რუსეთი#საქართველოRustavi Tbilisi Kutaisi Batumi
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
პლანეტების დაპყრობის გეგმა
ტრამპმა ხელი მოაწერა მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე რესურსების კომერციული მოპოვების შესახებ დადგენილებას. „ამერიკელებს უნდა ჰქონდეთ კოსმოსურ სივრცეში რესურსების კომერციული მიზნით კვლევის, მოპოვების და გამოყენების უფლება,“ - ნათქვამია დოკუმენტში. «Роскосмос»-მა ტრამპის მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, მთვარეზე რესურსების მოპოვების უფლების შესახებ, "პლანეტების დაპყრობის გეგმა" უწოდა.#news#politics#business#სიახლე#სიახლეები#ბიზნესი#პოლიტიკა
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო 13 აპრილს გამოუტანს!
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახევ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, ირაკლი ოქრუაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს. „მტკიცებულებებით განაჩენი რომ არ დადგება, ეს ყველასთვის გასაგებია. მტკიცებულებები არც ჰქონიათ, რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ განაჩენის გამოტანას ჩქარობენ, მეორე საქმეზე მოწმეების დისტანციურად დაკითხვა უნდათ, მაშინ როცა, ყველა სხვა საქმე გადაგვიდეს, არ გვიტარებენ, მაგრამ ირაკლისთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვთ. სიმართლე გითხრათ, გამამართლებელი განაჩენის გამოიტანა ამ ვითარებაში, როცა პოლიტიკა უფრო მაღლაა, ვიდრე სამართალი, ირაკლისაც ეეჭვება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. #politics #news #opinion #სასამართლო #შსს #სიახლე #პოლიტიკა #20ივნისი