ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე წყლის ჭავლით კლდიდან არამყარი მასა ჩამოყარეს
216 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მერიის თანამშრომლებმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.

ღონისძიება გზის მონაკვეთის სიახლოვეს პრევენციის მიზნით გატარდა, რათა თავიდან იქნას აცილებული საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლა.

სამუშაოები კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, 09:00 საათიდან, საავტომილო მოძრაობის შეჩერების შემდეგ დაიწყო.

საგზაო მოძრაობა უკვე გახსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.


ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე წყლის ჭავლით კლდიდან არამყარი მასა ჩამოყარეს - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment
Similar Posts