თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ-ხუნდაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140625 თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ-განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. „პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სწორად უნდა გავიაროთ „შეკავების ფაზა“, ამის მზაობა არსებობს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როცა ყველაზე მეტი დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე წამოვა. წინა ხაზს უკვე დაიკავებენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს ჩვენ სხდომაზე გვექნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჯანდაცვის სექტორის რევიზია, რამდენად არის ის მზად. შევეხმიანები ასევე მოქალაქეებს, რომ დაიცვან წესები, რეკომენდაციები, დაიცვან ფიზიკური დაშორიშორება და ჰიგიენის წესები. თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ“, -აცხადებს ხუნდაძე.
0