1 votes
0 comments
0 shares
Save
ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე - იმნაძე
268 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140654

ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე, მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო არის საკარანტინო ზონა.

„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალირად ცალეკ დასახლებებს, ლოკალურად ქალაქებს. შეიძლება, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ჯობია, თუ იქნება მისაღები და გასამკაცრებელი, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. დაველოდებით ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მოვუწოდებ მოქალაქეებს, დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
მოვუწოდებ მოქალაქეებს, დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები საკონტროლო პუნქტებზე აკონტროლებენ ქალაქებს და ამ ნაწილშიც, ისევე როგორც გადაადგილებისას, კონტროლის გაადვილებისა და აღსრულების პროცესის გაადვილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე თვითონ პოლიციის თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა, ამიტომ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი გახდა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება. „დღეიდან, ფაქტობრივად, ჩვენ ცოტა განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით. კიდევ უფრო გამკაცრდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის მიერ დაწესებული ზომები. ქვეყანა უკვე 10 დღეა საგანგებო რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილებისა და შეკრების, სამეწარმეო საქმიანობის (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საკუთრების და სხვა უფლებები. სიტუაციის გამწვავების პარალელურად, ასე ვთქვათ, ადეკვატურად, მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და უკვე დადგა ეტაპი, როდესაც გაცილებით უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე უნდა გადავსულიყავით და შესაბამისად დღეიდან, ფაქტობრივად შეზღუდულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არა მხოლოდ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, არამედ საქალაქთაშორისო დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან. დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შესაბამისად, ავტომანქანების რაოდენობა და კონცენტრაცია, ზოგადად, ქალაქებში შემცირებულია და ეს საკმაოდ თვალშისაცემია. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობს და ადამიანები პროდუქტებისა თუ ფარმაცევტული პროდუქციის საყიდლად გამოდიან, თუმცა, მოქალაქეების და მანქანების კონცენტრაცია დღეს დილიდან უკვე შემცირებულია“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Geo News Now
Gori · 2 months ago
ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში!
დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან გამეორდება იტალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არათუ გარეთ და თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ „ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.“ „ნუ გავაკეთებთ ისე, რომ, რაც იყო დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. მთელმა საქართველომ სტატისტიკა ზეპირად იცის, თითო ოჯახში 5-6 ავადმყოფია. გავიგოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო, არათუ გარეთ. თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ . მისივე თქმით, დღეში 30 პირის დაინფიცირება, რაც გუშინ დაფიქსირდა, სწორედ იმის გამო მოხდა, რომ "სახლში არ ვრჩებით". "თუ საჭირო გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა მოწოდებას. დღეს ვუყურებდი მანქანები როგორ დადიოდა ქალაქში. მესმის, რომ აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით, მოვაწყობთ სუფრას 5-6 კაციანს, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. კარგად გამიგეთ, მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე ეკლესია გადარჩეს - ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია! ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ გავაკეთებთ. თითოეულ შემთხვევას მივდევთ და იმიტომ ვაჩერებთ ასე და თქვენგან მეტი არაფერი გვინდა - დარჩით სახლში!", - განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება სწრაფი ტესტების შესახებ შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 300 შემთხვევა ფიქსირდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ტესტი ასეულობით ადამიანს ჩაუტარდა. "ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში და ჩვენ სადამდე მოვიყვანეთ ქვეყანა ზუსტად ტესტირებებით და ვართ მშვიდად - 300 შემთხვევაა ქვეყანაში და 5 500 ადამიანია ტესტირებული. აბა ვის ვტესტავთ? მიზნობრივი ტესტირება მიდის, ესაა მთავარი და არა ის, რომ დადგე და ადამიანური რესურსიც და ტესტებიც დახარჯო და ყველას ჩაუტარო - იტესტება ის, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმეა, დარჩნენ სახლში. ესაა მათი მოვალეობა და ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ვიცით, ვინ გავტესტოთ", - აღნიშნა იმნაძემ. მისივე შეფასებით, დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომ მიგვეღო ნაკლები ადამიანის დანაკარგი, თუმცა სახლში დარჩენის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, "მოგველის ის, რაც იყო იტალიაში". „ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში. ქვეყანაში არის ფართო შიდაგადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე ანუ, შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როცა მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან და ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან, თუმცა არ ვიცით, ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. გავიგოთ ეს! ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გაგხდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს!”, - განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, იმნაძის თქმით, „თუ ხალხს არ ესმის, როგორ მოიქცეს, იძულებული ხდებიან, ეს ურჩიონ ხელისუფლებას“. “თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს. თუ გვინდა, რომ ეკლესია გადარჩეს - ეკლესიაში ნუ წახვალთ!“ - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვების მძღოლები რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან - იმნაძე
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საავტომობილო და სარკინიგზო მძღოლებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები. „ადამიანი შეიძლება იყოს ინკუბაციურ პერიოდში, ტესტი იყოს უარყოფითი და შემდეგ, ის ინკუბაციის პერიოდში ნებისმიერ დღეს 14 დღიდან გახდეს დადებითი. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ დღეს მთელი დედამიწა პრაქტიკულად, ასე ვთქვათ დაპაუზებულია. ვაჭრობა ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. შესაბამისად ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ უნდა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, უნდა იყოს ღია კორიდორები და ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო გადაზიდვებს, სარკინიგზო გადაზიდვებს. რა თქმა უნდა აქ არის გარკვეული რისკი. ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ რისკებს. ამიტომ არის სპეციალური რეჟიმი. გროვდება გარკვეული რაოდენობა სატრანზიტო მანქანების და შემდეგ ისინი პოლიციის ესკორტით გადაადგილდებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. თუმცა ძირითადად მაინც ისევ ჩვენი ქართველი გადამზიდავები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან და ისინი შემდგომ გადაადგილდებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც. რა თქმა უნდა, მათი რისკი არის, ამიტომ ისინი ყველანი გაფრთხილებულები არიან, პირველ რიგში დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც დაწესებულია უკვე ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის. მე მესმის, ახლა ტრასაზე რომ გაივლის, ის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგენს ვინმესთვის, მაგრამ ის მიდის შემდეგ თავის ოჯახში. ამიტომ თითოეულმა მათგანთან ტარდება ახსნა-განმარტებითი საუბარი, რომ ისინი წარმოადგენენ რისკს პირველ რიგში საკუთარი ოჯახებისათვის და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები, როდესაც არიან ქვეყნის ტერიტორიაზე. ვაჭრობა ქვეყნებს შორის ვერ გაჩერდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
საზოგადო ტრანსპორტში მგზავრისთვის ნიღაბი აუცილებელი იქნება - იმნაძე
საზოგადო ტრანსპორტში, ძირითადი რაც ადამიანს მოეთხოვება იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რომელიც ადვილი არაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. „სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს. საზოგადო ტრანსპორტში, ძირითადი რაც ადამიანს მოეთხოვება იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რომელიც ადვილი არაა, ამიტომ ამაზე მუშაობა მიდის, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლების ყველა კონტაქტი დადგენილია - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ რუსთავში ინფიცირებულთან, მათი ყველა კონტაქტი დადგენილია და ყველა ღონისძიება ტარდება. „რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, ეს უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს. ოღონდ ბანკის საცავის ყველა თანამშრომელი იყო სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მოწოდებული დაწესებულებებისათვის. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთან დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა ღონისძიება ტარდება. ასე რომ, ქვეყანაში არის საკარანტინო მდგომარეობა, თითო შემთხვევის გამო თითო ქალაქი ვერ დაიკეტება. ქვეყანაში პრაქტიკულად საყოველთაო მდგომარეობაა, სწორედ იმიტომ არის, რომ ასე ცალ-ცალკე არ დაგჭირდეს ალაგ-ალაგ ქვეყანაში ამ ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პაატა იმნაძე-ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში,თავი დამანებონ,ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ,თორემ ავლაპარა
პაატა იმნაძე ოპონენტებზე – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში არ მინდა, თავი დამანებონ სუყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. „თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც ვილაპარაკებ. ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებ რჩევას, მაგრამ ჩვენი გუნდი, მარტო კი არ ვმუშაობ, ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილებს, ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც საქართველოში ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის. სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, სხვა დროს სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.#georgia #პაატაიმნაძე
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
უცხოელ ტურისტებს წელს არ უნდა ველოდეთ?
პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ვიზიტორებს ვერ მიიღებს. ავიარეისების შეზღუდვა 31 ივლისამდე გაგრძელდა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები არც აგვისტოში ელიან უცხოელ დამსვენებლებს. როგორც ჩანს, წელს ზაფხულის სეზონი, შიგა ტურიზმის ამარა დარჩება და სრული კრახისთვისაა განწირული.  ინფორმაცია, რომელიც უკვე მინისტრებმა დაადასტურეს განსაკუთრებით მძიმე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისათვისაა, რომლებიც სამთავრობო რეგულაციების გამო, ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებას საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1-ელ ივლისს ჰქონდა გაცხადებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პირდაპირ თქვა, რომ საერთაშორისო ვიზიტორების საკითხს ივლისის ბოლომდე ფრთხილად მოეკიდებიან. „ჩვენ ტურიზმთან დაკავშირებით ამოვდივართ მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლების პრიორიტეტიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების საკითხს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება: ბიზნეს ვიზიტორებისთვის და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და აქ იქნება უფრო დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე ველოდებით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერჯერობოთ მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით; ანუ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება პირდაპირ ავიარეისებს ის კიდევ ერთი თვით გადაიდო და მთლიანად ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული საერთოდ აღდგება თუ არა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მგზავრთა საყურადღებოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი დეტალებია გაწერილი: „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ამის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით. გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე", - ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. ავიარეისების გადადება რომ მოსალოდნელი იყო, პრემირის განცხადებებმა გახადა ნათელი. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სექტორი უმძმეს მდგომარეობაშია და ოთხმოცდაათიანი წლების ნიშნულს დაუბრუნდა. ,,პირველ აგვისტომდე რომ გადაიწევდა, ამისთვის შემზადებულები ვიყავით პრემიერის გაცხადებების შემდეგ. ყველაფერი რომ ეპიდსიტუაციაზე იქნებოდა დამოკიდებული ვიცოდით და ისიც ცხადი გახდა, რომ დავუბრუნდით 1997-98 წლის მონაცემებს, ანუ გასული საუკუნის მდგომარეობას, როცა ტურიზმის ინდუსტრია ჩანასახის მდგომარეობაში იყო და ეს სექტორი იწყებოდა“, - განუცხადა "რეზონანსს" ალავედრდაშვილმა. მოლოდინი მძიმეა, წელს მთელი ინდუსტრია მხოლოდ შიგა ტურიზმს დაეყრდნობა, რადგან რეისების გადავადების შესაძლებლობა 31 ივლისის შემდეგაც არსებობს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მარინა მეტრეველი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვერაფერს ამბობს და არც რაიმე პროგნო აქვს. პირდაპირი რეისების გადადება გონივრული ნაბიჯია, რადგან ქვეყნებმა, რომლებმაც ტურისტები მიიღეს, ეპიდსიტუაცია დაუმძიმდათ. ,,ჩვენი საქმიანობა პროგნოზის და ანალიზის გარეშე აზრს კარგავს. ამ ვითარებაში კი ყველანაირი პროგნოზის გაკეთება წარმუდგენელია, ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული. რა აზრი აქვს საზღვრის გახსნას თუ ტურისტები არ იქნებიან? ვის უნდა ჩამოსვლა და ამ სიცხეში პირბადით სიარული ანდა ჰკითხეთ უნდათ ოჯახის წევრებს 2-მეტრიანი დისტანციით ხინკლის ჭამა? სავარაუდოდ წელს ტურისტული სეზონი არ იქნება და ამაში უცნაური არც არაფერია. ვინც გახსნა საზღვრები ეპიდსიტუაცია ისე დაუმძიმდა, რომ ისევ დაკეტვა მოუწიათ. პრობლემა კი ის არის, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული, სისტემურად არასწორი პოლიტიკა ახლაც გრძელდება და ტურიზმი ვაქციეთ ეკონომიკის ხერხემლად. ახლაც ველოდებით, როდის მივიღებთ ტურისტებს, იმის ნაცვლად, რომ რამე გავიაზროთ და ისევ ტურისტების მოლოდინში არ ვიყოთ“, -აღნიშნა "რეზონანსთან" მეტრეველმა. ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით. წყარო: რეზონანსი