რუბრიკა | სოხუმის თეატრის გმირები

0
#სოხუმისთეატრისგმირები
. 🔴 დღევანდელ რუბრიკაში გავიხსენებთ სოხუმის თეატრის მხატვარს - თეიმურაზ ჟვანიას. 👤 თეიმურაზ ჟვანია დაიბადა 1938 წლის 28 აპრილს ქ. სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. იმავე წელს დაინიშნა ქ. სოხუმის ჭანბას სახელობის სახელმწიფო თეატრში მხატვრის პოზიციაზე, სადაც იმ პერიოდში ორი - აფხაზური და ქართული დასი მოღვაწეობდა. 🎭 1979 წლამდე სოხუმის თეატრის ქართული და აფხაზური დასები ერთ შენობაში მართავდნენ წარმოდგენებს. ქართულმა დასმა 1982 წელს ახალ შენობაში განაგრძო მუშაობა. 1983 წელს კი ქართულ თეატრს ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსის - კონსტანტინე გამსახურდიას სახელი მიენიჭა. სწორედ იმ ხანად დაინიშნა თეიმურაზ ჟვანია თეატრის მთავარ მხატვრად. ◾️ თეიმურაზ ჟვანიას გაფორმებული ჰქონდა 80-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის: ▪️„საბრალდებო დასკვნა“; ▪️„თეთრი ბაირაღები“; ▪️„ეზოში ავი ძაღლია“; ▪️„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“; ▪️„ბერნარდა ალბას სახლი“; ▪️„ჰაკი აძბა“; ▪️„ყარამანი ცოლს ირთავს“; ▪️„მამა, დააგდე თოფი“; ▪️„მთვარის საათი“; ▪️„სანამ ურემი გადაბრუნდება“; ▪️„მთანი მაღალნი“; ▪️"ტყის კომედია“; ▪️„არ იდარდო, დედა“; ▪️„დარისპანის გასაჭირი“; ▪️„მზიანი ღამე“; ▪️„მიღების დღე“ და მრავალი სხვ. 👥 თეიმურაზ ჟვანიას ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ლ. ჭედია; გ. ქავთარაძე; ლ. მირცხულავა; ს. მრევლიშვილი; ა. ქუთათელაძე; ს. ყუშიტაშვილი; ი. კაკულია; დ. კობახიძე და სხვები. თეიმურაზი იყო ნიჭიერი და განათლებული ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და თავმდაბლობით. მუშაობდა არქიტექტურაში. მას ჰქონდა შექმნილი ქ. ოჩამჩირის განაშენიანების პროექტი. უყვარდა ბუნება და მისი ფერები ტილოზე ხშირად გადაჰქონდა. ⭕️ თეიმურაზ ჟვანია გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში. ის დახვრიტეს.
#რუბრიკა
#სოხუმისთეატრისგმირები
#ჩვენგვახსოვს
0