ბინაში ჩაკეტილმა კატამ 40 დღე მარტომ გაძლო - მან იმშობიარა კიდეც

ByM.m.m.Georgia
0
ჩინეთის ქალაქ უხანში საინტერესი ამბავი მოხდა - ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიშის კატა სახლში 40-დღიანი მარტოობის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. მეტიც, ამ პერიოდში მან იმშობიარა და კნუტებიც გამოკვება. კორონავირუსის პანდემიის გამო მისი მეპატრონის ოჯახი კარანტინში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მათ სახიფათო ვირუსი დაუდასტურდათ. სწორედ ამიტომ, ისინი საკუთარ კატას 40 დღით ჩამოშორდნენ. საბედნიეროდ, ლე ლეს (კატის სახელი) დახმარება არ დასჭირდა. როგორც აღმოჩნდა, მას ბინა კარგად ჰქონდა შესწავლილი. კატამ საკვების ტომარას მალევე მიაგნო, ხოლო წყალს აკვარიუმიდან სვამდა. მას არც ტუალეტში სიარული გაუჭირდა, რადგან წასვლამდე სახლის მეპატრონემ ტუალეტის და აბაზანის კარი არ დაკეტა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში კატას საკვები გამოელია, რა დროსაც მასში მონადირის ინსტინქტმა გაიღივიძა და შიმშილისგან თავის დასაღწევად მან აკვარიუმში მყოფი თევზები შეჭამა. როდესაც კატის მეპატრონე და მისი ცოლი საავადმყოფოდან გამოწერეს, მათ ეგონათ, რომ ლე ლე ცოცხალი აღარ იყო. სახლში შესვლისთანავე მათ მოულოდნელი სცენა დახვდათ - სრულიად ჯანმრთელ კატას 4 პატარა კნუტი ეხვეოდა. ბუნებრივია, ამ სიურპრიზმა მამაკაცი და მისი მეუღლე ძალიან გაახარა. "თავს ბედნიერად ვგრძნობ. მასზე დიდი ხნის განმავლობაში ვზრუნავდი. როდესაც კნუტები დავინახე, ახალი იმედით აღვივსე", - თქვა ლე ლეს პატრონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
#კატა
#ჩინეთი
#კორონავირუსი
#ცხოველები
#პანდემია
#სიახლე
#cat
#china
#coronavirus
#animals
#pandemic
#news
#funny
ByM.m.m.Georgia
0