კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები.

0
კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები. მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ამ კანონის შემოსვლის ღამეს, 1 აპრილს, კომენდანტის საათის დარღვევის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინდელ ღამეს კი ზუგდიდში დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამის გამო ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია მოქალაქეებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმის წესები. „უნდა შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია და მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები , რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს. რაც მთავარია დარჩით სახლში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
#ზუგდიდი
#კომენდანტისსაათი
#ზუგდიდისმერი
#საგანგებორეჟიმი
#დარჩითსახლში
#zugdididaily
0