ჩემი პატრიარქი

3
პატრიარქი დიდი ხუთშაბათის შესახებ ❤️ ეს დღე განსაკუთრებულად წმიდა დღეა. ეს არის ის საიდუმლოებით მოცული დღე, როცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ თავისი წმიდა მოწაფენი აზიარა და დაბანა მათ ფერხნი, რითაც უჩვენა, რომ სიმდაბლე, ანუ თავმდაბლობა არის ერთადერთი გზა ცხონებისა. ყველაზე სათნო ლოცვა წინაშე ღვთისა მადლობის ლოცვაა. როცა უფალმა თავისი მოწაფენი აზიარა, და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც, წმიდა მამები ამბობენ, იუდა ისკარიოტელს წმიდა ზიარების მიღების შემდეგ უფლისათვის მადლობა რომ ეთქვა, აღარ გახდებოდა გამცემი, რადგან ეშმაკი გამოვიდოდა მისგან. და აი, ამიტომ ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! სულისა და ხორცის საკურნებელი იყოს თქვენთვის წმიდა ზიარება. ჩვენთან არს ღმერთი!
3