ადრე მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ საკმაოდ ბევრია და მათი გარჩევის საშუალე

0
ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის. „ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს. გვიდასტურდება და ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. ეს უკვე ალბათ სხვა სტრუქტურების საქმეა, “ - განაცხადა სოლოღაშვილმა. მისივე ინფორმაციით, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ 4 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#georgia
0