''ბო***შვილები, აფრიკა ლაბორატორია არაა'' - ეტოოსა და დროგბას აგრესიული პასუხი ექიმებს

0
საფრანგეთის ტელევიზიით ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის აფრიკაში გამოყენების შესახებ ისაუბრეს. მათ სამუელ ეტოომ და დიდიე დროგბამ უპასუხეს - ლეგენდარული ფეხბურთელები თვლიან, რომ ექიმების განცხადება რასისტული და დამცინავია. ამ თემაზე კომენტარი ასევე გააკეთა დემბა ბამ, რომელმაც twitter-ში დაწერა:''კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ საუკეთესოები არიან.'' ეტოომ ექიმებს ბო***შვილები უწოდა, შემდეგ კი Instagram-ში დაწერა: ''თქვენ ნეხვები ხართ, აფრიკა თქვენი სათამაშო ადგილი არაა.''
0