„მისი საშუალებით შემეძლო დავკვირვებოდი მთვარეს და მის კრატერებს...“ - იკა აბულაძე

0
სამყაროში მომხდარი რაიმე საინტერესო, საშიში ან ლამაზი ფაქტი საზოგადოებამდე ხშირ შემთხვევაში ფოტოგრაფს მიაქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგი ფოტოგრაფისთვის არ არსებობს ბარიერი, სირთულე, რომ საინტერესო, ლამაზი და მნიშვნელოვანი კადრი დაიჭიროს.

"ფოტო და ვიზუალური ჟურნალისტიკა" - რეპოდენტი იკა აბულაძე.

21 წლის იკა აბულაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მემონტაჟე და ციფრული არტისტი - ამ ეტაპზე ეს მისი მთავარი საქმიანობაა.
შეხება აქვს ასტრონომიასთან. როგორც მისგან ვიგებთ, იყენებს პროგრამას იმისთვის, რომ შექმნას ვიზუალიზაციები ამ სფეროში. ფოტოგრაფიასთან ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. იხსენებს პირველ ფოტოაპარატს - Canon SX40 HS, ამბობა, რომ გამოსახულების 35-ჯერ გადიდების ფუნქციით ფრიად გამორჩეული იყო სხვა ფოტოაპარატებისგან.

„მისი საშუალებით შემეძლო დავკვირვებოდი მთვარეს და მის კრატერებს...“

ფოტოგრაფია ხედვაა და იკას ფოტოებში, ამ ხედვით ესთეტიკას წამებში შემაჩნევთ. ყოველთვის ცდილობს გადასაღებ ობიექტს ისეთი კუთხიდან გადავუღოს, რომ მაქსიმალურად შეძლოს თავისი „პოტენციალის“ წარმოჩენა, თუმცა როგორც ცნობილია, ასეთ ფოტოებში ხარისხზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ხარისხზე, რის შედეგადაც შეიძლება უფრო მეტად გამოიკვეთოს ის დეტალები, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.
დრო გავიდა, შეიძინა ახალი ფოტოაპარატი. პირველთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული, გათანამედროვებული და დახვეწილი. შესაძლებლობებიც გაიზარდა, რა თქმა უნდა.

„...შესაბამისად შემეძლო უფრო მეტად მომერგო ეს ფოტოაპარატი ჩემს თავზე.“

მეორე ფოტოაპარატის შეძენამ იკას მოტივაციაზე დიდად იმოქმედა და როგორც ამბობს, - ახალი ფოტოების გადაღების პროგრესის სურვილი აღუძრა.
„თუ ვიღებ პორტრეტს, მაშინ გადასაღები გარემო მაქსიმალურად საინტერესო უნდა იყოს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გარემო დიდად არ გამოირჩევა სილამაზით ან მეტიც - უინტერესოა. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ფოტო მაინც კარგი გამოდის." ამბობს, რომ მეტწილად ყველაფერი პრაქტიკულ ცოდნას ეფუძვნება. „გააჩნია როგორ გამოვიყენებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. თუ ვუღებთ ბუნებას, ლანდშაფტს ან თუნდაც არქიტექტურას, ამ შემთხვევაში შერჩეულ კუთხესა და მასთან არსებულ ნიუანსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული."
ბევრჯერ დაბრუნებულა იქ, სადაც პირველ ჯერზე ინტერესი ვერ დაიკმაყოფილა. ყოველი ახალი ვიზიტი ახალ ინტერესთან, ახალ მიდგომასა თუ უფრო დაკვირვებულ თვალთანაა ასოცირებული, სადაც დეტალების აღმოჩენა დიდ კმაყოფილებასთან ასოცირდება.
კადრებს ფიქრის შემდეგ აციცხლებს. ამბობს, რომ გონებაში წარმოდგენის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობს რეალობის კადრად აღბეჭვდას. ფოტოგრაფია არის ხელოვნება, რომელიც ბევრისთვის ინსპირაციის წყაროსაც კი წარმოადგენს. იკა ამბობს, რომ მისთვის ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია, რადგან გადაღებული კადრები „იჭერს მომენტებს“, რომელთა დაბრუნება და რეპროდუცირება ხელმეორედ შეუძლებელია.

„საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრი ისეთი ადგილი მოიძებნება, რომელსაც გადავიღებდი.“- ამბობს ის.

ის ფაქტი, რომ ფოტოაპარატის უქონლობის გამო ხშირად კადრი იკარგება, ცნობილი ამბავია. არც იკაა გამონაკლისი. ამბიბს, რომ პრაქტიკაში ხშირად ქონია ისეთი შენთხვევა, როცა საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე თან არ ქონია ფოტოაპარატი, რაც დამერწმუნებუთ ნამდვილად გულდასაწყვეტია.

„თანამედროვე შენობები ძალიან ლამაზად გამოდის გადაღებულ ფოტოებში თუ სწორ კუთხეს შევარჩევთ.“

მის ფოტო-ალბომში თბილისის შუშის შენობების სერია ძალიან აქტუალურია. იქვე ცხოველების მოწყენილ სახეებსაც წავაწყდებით, ემოციურად ძალიან რომ მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე.
ამ დრომდე პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, თუმცა დიდი სურვილი აქვს და იმედია, ეს დღე მის ცხოვრებაში მალე დადგება. აღსანიშნავია, რომ ასტროფოტოების გამოფენაში, რომელიც 2018 წელს საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, ხოლო 2017 წელს მონაწილეობა მიიღო ფოტოკონკურსში “მზე, მთვარე და ცის კიდური“, სადაც სამართლიანად გაიმარჯვეს მან და მისმა ფოტოებმა.
იკა თვლის, რომ ციფრული ტექნიკის განვითარებამ ხელი შეუწყო მობილური ფოტოგრაფიის განვითარებასაც. დღეს კი, ჩვეულებრივი სმარტფონითაც არის შესაძლებელი კარგი ფოტოების გადაღება. მეტიც, ამბობს რომ ყოველთვის კამერით არ განისაზღვრება ფოტოს ხარისხი ან მისი აზრიანობა. მეტწილად ყველაფერი ფოტოგრაფზეა დამოკიდებული, თუმცა მაინც, გააჩნია რისი გადაღება გვსურს...

„რა შედეგიც მიიღწევა ფოტოაპარატებით, ამ შედეგს ჯერ-ჯერობით სმარტფონები ვერ აღწევენ.“

ამბობს, რომ ყოველი ფოტოგადაღება წარმოადგენს სიამოვნებას, რადგან საბოლოო ჯამში ფოტოები ძალიან ლამაზი გამოდის. ხოლო როდესაც ამ ფოტოებს სოციუმს უზიარებს, კმაყოფილების შეგრძნება უჩნდება, რაც ბუნებრივია სასიამოვნო ფაქტია.
იკა სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა, - მომავალში ბევრი გეგმა მაქვს, ერთ-ერთი ასტროფოტოგრაფიაში დახვეწაა. სურს უკეთესი ფოტოების გადაღება და ამის გარანტად გაუმჯობესებულ აპარატურასა და, რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნას მოიაზრებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფოტოსტუდიის გახსნა მისი ერთ-ერთი დიდი სურვილია და როგორც ცნობილია, წარმატება მიიღწევა მაშინ, როცა უპირველესად სურვილია დიდი!
ინერვიუერი: ანი კვარაცხელია
0