ეკატერინე ტიკარაძე:ინფიცირებული სპორტსმენის შემთხვევაში მოძიებულია კლასტერი,ასევე დადგენილია წყაროც

0
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგებს მოძიებული აქვთ კლასტერი, ასევე დადგენილია წყაროც და იმ პირთა რიცხვიც, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ინფიცირებულნი. მისივე განმარტებით, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია ეცოდინებათ. „რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, დადგენილი არის, როგორც წყარო ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ . შეგახსნებთ, რომ ამ ეტაპზე საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რიცხვი 170-ს შეადგენს.
#coronaviruslive
#coronavirus
0