როგორ მიმდინარეობს კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში

0
ერთი კვირის წინ, 28 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის მაცხოვრებლებს გადაუდებელი შემთხვევიბის გარდა არ ურჩევენ სახლიდან გამოსვლას. დაძაბული კარანტინი პირველი საკარანტინო კვირა რეგიონში იყო დაძაბული. 30 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სოფელ საბერიოს მკვიდრი, რომელიც ახლახან ჩამოვიდა მოსკოვიდან, კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში. ამ ამბავმა აღაშფოთა აფხაზეთის მთელი მოსახლეობა. სოციალურ ქსელებში ბევრი ცრუ ინფორმაციაც გავრცელედა. დაადგინეს თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს. ისინი 14 დღით კარანტინში გაგზავნეს. ტესტირების შედეგად, მათ არ აღმოაჩინდათ კორონავირუსი. ამ ინციდენტის შემდეგ, 28 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო გამკაცრდა და საზოგადოებრივი წესრიგი გაძლიერდა. მთელი ე.წ საგზაო პოლიცია, ექიმები, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლებენ მძღოლებისა და მგზავრების ტემპერატურას. ჯერჯერობით, მთელ აფხაზეთში არ არის დაწესებული კომენდანტის საათი. კომენდანტის საათი შემოიტანეს მხოლოდ გალის რაიონში. გადაკეტილია გალის ყველა გზა. ქალაქში შესვლა დასაშვებია მხოლოდ ოფიციალური პირების და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის. ე.წ სახელმწიფო საგზაო ინსპექციის სტაციონარულ პუნქტში, „არხმა“ დაიწყო ქალაქში მიმავალი ყველა მგზავრის ტემპერატურის შემოწმება. 28 მარტს ოკუპირებულმა აფხაზეთმა დახურა საზღვარი რუსეთთან. 20 აპრილამდე შესვლა შეიზღუდება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა ე.წ აფხაზეთში აკრედიტებული დიპლომატიური ინსტიტუტების თანამშრომლებისა, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერალური საზღვრის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეების, გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის, რესპუბლიკაში მივლინებით გამგზავრებული პირებისთვის. აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამედიცინო განყოფილების გუნდი მუშაობს რუსებთან ერთად, საზღვარზე, რათა დააკვირდნენ ყველას ვინც საზღვარს კვეთს. რესპუბლიკაში შესული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინში იქნებიან, ან აფხაზეთის სასტუმროებსა და პანსიონატებში ორგანიზებულ სპეციალურ საკარანტინო ოთახებში. ახლა გალში, კარანტინში იმყოფება რაიონის სამი მკვიდრი, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. 28 მარტიდან, აფხაზეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ამ დროს მხოლოდ ტაქსით სარგებლობა შეგიძლიათ. ასევე 30 მარტიდან სოხუმ - მოსკოვის მატარებლით მოძრაობაც შეწყდა. დაიხურა კვების და ტანსაცმლის ბაზრები, სადღესასწაულო დარბაზები, სასტუმროები და კვების ობიექტები. ორგანიზაციების უმეტესობამ თავისი თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე გადაიყვანა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. 25 მარტიდან შეჩერებულია მოქალაქეების მიღება ე.წ შინაგან საქმეთა ყველა საქალაქო ადმინისტრაციაში და რაიონულ განყოფილებებში, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის განყოფილებებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. შეზღუდვები ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის განყოფილების მისამართებსა და ინფორმაციულ ბიუროებზე, საქალაქო განყოფილებებზე და ტერიტორიულ განყოფილებებზე. ბანკები ნორმალურად მუშაობენ. ბანკომატებზე და ინკასაციაზე გავლენას არ მოახდენს კარანტინი. ქვეყნის მოქალაქეებს რეკომენდირებული არ აქვთ სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. ე.წ გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა და აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გაამკაცრებენ კონტროლს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ დადგენილების შესრულებაზე. ე.წ გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ბრძანებით, პროკურატურის საპასუხო ღონისძიებების მთელი კომპლექსი, როგორიცაა პროტესტის გამოხატვა, წარმომადგენლობა, გაფრთხილება, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წამოწყება, დროულად უნდა იქნას გამოყენებული დამრღვევებისთვის. ე.წ აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პირველმა წესრიგის დამრღვევებმა უკვე გაფრთხილება მიიღეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, ექიმთა, ფსიქოლოგთა, მოხალისეთა და სოციალური მუშაკებთა ცხელი ხაზი მუშაობს რეგიონში. სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.
#აფხაზეთი
#კარანტინი
#კორონავირუსი
#SokhumiDaily
0