სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს

0
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრება. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებიან. მრველს ქადაგებით არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიმართავს. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ პატრიარქი წირვას სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ისინი ელოდებიან შესაბამისი მითითებების მიღებას.
#პატრიარქი
#სამება
#აღდგომა
#ხარება
#საქართველო
0