11 votes
comments
shares
Save
ხელოვნება და მისტიკა
258 reads
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 4 months ago

ხელოვნება თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა,უხსოვარი დროიდან,ადამიანები ცდილობდნენ დაეხატათ ყველაფერი რასაც გრძნობდნენ და განიცდიდნენ,თუმცა არასდროს ქონდა მნიშვნელობა დროს და გარემოებას,რადგან ადამიანები ყოველთვის ახერხებდნენ თუნდაც ქვაზე დაეხატათ,სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ხელოვნებას და განვითარდა,თუ ოდესღაც ადამიანისთვის ხატვა რთული წინაღობა იყო,დღესდღეობით ყველას შეუძლია თავისი ნიჭი ძალიან მარტივად გამოავლინოს.

ხელოვნების ნიმუშები ყოველთვის ზემოქმედებს ჩვენზე და გადმოგვცემს ემოციას,რომელიც ნახატშია ჩამალული,მხატვრობა უსაზღვროა და ხშირ შემთხვევაში დიდი საიდუმლოსა და ფარული ინფორმაციის მატარებელიც,ხელოვნებას განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს,ხელოვნება არ არის უბრალო ფანტაზია,ეს არის მხატვრის სხვა სამყარო, მხატვარი იმით არის გამორჩეული,რომ ქვეცნობიერში ისეთ რამეს იაზრებს,რისი სიტყვებით აღწერაც არ შეუძლიათ.

18-19 საუკუნის ესპანელი მხატვარი ფრანცისკო გოია ერთ-ერთია იმ მხატვრებს შორის რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დროს გაუსწრეს,ამ მხრივ ერთ ერთი პირველი არის შემოქმედის ნახატი „დახვრეტა“ რის შემდეგაც უფრო გახშირდა მსოფლიოში დახვრეტის თემატიკა,ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების გამო მიიჩნევა ხელოვნება ერთგვარ წინასწარმეტყველებად.

ასევე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვან გოგის შემოქმედება,იგი ღამის პეიზაჟების ხატვისას ვარსკვლავებს გარშემო ყოველთვის ნათებას უხატავდა,რის შემდეგაც 100 წლის შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერებმა დაადგინეს რომ ვარსკვლავებს მართლაც აქვს გარშემო ის ნათება,რომელსაც ვან გოგი ხატავდა.

კიდევ ერთი შემთხვევა რომელიც ხელოვნების წინასწარმეტყველებას ამტკიცებს, მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯორჯო დეკირიკოს ნამუშევარი,როდესაც მან მისი ფრანგი პოეტი მეგობარი გიიომ აპოლინერი ძალიან უცნაურად გამოხატა და მისი პროფილის სილუეტი დახატა,საფეთქელთან წრით,როდესაც მას ეკითხებოდნენ თუ რა იყო წრის დახატვის მიზეზი,იგი პასუხობდა,რომ პასუხს წლების შემდეგ იპოვიდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ პირველ მსოფლიო ომში მოხვედრილ აპოლინერს საფეთქელში,ზუსტად იმ ადგილას სადაც დეკირიკომ წრე დახატა ტყვია ხვდება...

ლეონარდო და ვინჩი... მას მიიჩნევენ არა მარტო მხატვრად,არამედ გამომგონებლადაც რადგანაც შეგვიძლია მის ჩანახატებში ვნახოთ ტანკი,წყალქვეშა ნავი,ვერტმფრენი რომელიც გამოგონებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე აქვს დახაზული...

არსებობს კიდევ უამრავი მტკიცებულება იმისა,რომ ხელოვანები გაუცნობიერებლად იწინასწარმეტყველებენ ხოლმე იმას,რაც მომავალში რეალურად ხდება...

#art #photo #sport #funny #crypto #business #events #opinion #news #politics #goodplaces #design #food #religion #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 4 months ago
11
Write a comment