მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით, დამატებითი ფრენები დაინიშნა

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისების ნუსხა განსაზღვრა. საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება დამატებით შემდეგი რეისები: 16 აპრილი – პარიზი-თბილისი; 18 აპრილი – თელავივი-თბილისი; 21 აპრილი – რომი-თბილისი. რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი. აქამდე, განსაზღვრული, შესასრულებებლი რეისების განრიგი კი ასეთია: 7 აპრილი – ათენი -თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი. ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი. https://primetime.ge/moqalaqeebis-chamokvanis-miznit-damatebiti-frenebi-dainishna/
0