რომის პაპმა კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა

0
რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე - თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა. „იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“, - აღნიშნა რომის პაპმა. იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლასთან დაკავშირებულ დღესასწაულს, როგორც წესი, პალმისა და ზეთისხილის ხის რტოებით ათობით ათასი ადამიანი ერთად ზეიმობს წმინდა პეტრეს მოედანზე, ხოლო მსვლელობაში კარდინალები, მღვდლები და მორწმუნეები მონაწილეობენ, თუმცა ამჯერად სიმბოლურ პროცესიაში მხოლოდ 20-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც საზოგადოებრივი დისტანციის დადგენილ ნორმებს იცავდნენ. ​მესა ტელევიზიებით და ონლაინ არხებით გადაიცემოდა. წელს კათოლიკური სამყარო წმინდა აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.
#palmday
#rome
#pope
#stopcovid19
#coronavirus
0