დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 621 ადამიანი გარდაიცვალა

0
დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 621 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რიცხვი 4 934-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მსხვერპლთა საერთო რიცხვიდან 4 494 ინგლისში გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსი 5 903 ადამიანს დაუდასტურდა. ამგვარად „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 47 806 შეადგინა.
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
#დიდიბრიტანეთი
0