ნიუ-იორკის სკოლები “Zoom”-ს აღარ გამოიყენებენ

0
ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტი სკოლებს მოუწოდებს, რომ “Zoom”-ის გმოყენება რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ. „ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი პერსონალისა და მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე“, _ განაცხადა დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა დანიელე ფილსონმა. დანიელემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლები დისტანციური სწავლებისათვის „Mircosoft Team”-ს გამოიყენებენ, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის უსაფრთხოების სტანდარტებს. ფედერალურმა ოფიცრებმა უკვე დაიწყეს ხალხის ინფორმირება პოტენციური საფრთხის „Zoombombing” -ის შესახებ. საქმე იმაშია, რომ უამრავი მომხარებელი უკვე გახდა მრავალი სახის კიბერ შევიწროების მსხვერპლი. ისინი აცხადებენ, რომ მათ ზარებს ისმენდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენით. „Zoom”-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოფხვრისათვის თავდაუზოგავად მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ 20 ქვეყნის 90, 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება აქტიურად იყენებს „Zoom”-ს ონლაინ გაკვეთილებისათვის. სტატია ნათარგმნია “CNN”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კორონავირუსი
#zoom
#cnn
#headline
0