ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება!

0
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 621 პაციენტი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში Covid-19-ს მთლიანობაში 4 934 ადამიანი ემსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში ვირუსით დაავადდა კიდევ 6 000-მდე ადამიანი. ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა 47 806-ს მიაღწია. ინგლისს 4 500-მდე გარდაცვლილი ჰყავს. დიდი ბრიტანეთი, ჯამში, 200-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებ იტყობინება.
#opinion
#news
#pandemy
#პანდემია
#კორონავირუსი
#coronavirus
#covid19
#health
0